უცხოური მედია

„რუსეთს უკრაინის შავი ზღვისგან იზოლირება სურს“ – გენერალი ბენ ჰოჯესი

Nusagi

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი უკრაინაში, დონბასში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა unian-ი ავრცელებს. 

გენერალი ჰოჯესი აცხადებს, რომ რუსეთზე სანქციები მოსალოდნელ ეფექტს არ იძლევა.

ამასთან, ჰოჯესის თქმით, რუსეთის მიზანია ოდესამდე მიღწევა და უკრაინის შავი ზღვისგან იზოლირება.

„რუსეთს ოდესაში შეღწევა და უკრაინის შავი ზღვისგან იზოლირება სურს“, – აცხადებს ჰოჯესი ინტერვიუში

გენერლის თქმით, რუსეთის სამხედრო მანევრები უკრაინის საზღვრებთან, სადაც ნატოს მოკავშირეები აფიქსირებენ არაჯანსაღ რუსულ ქმედებებს, შემაშფოთებელია და ყურადღებას მოითხოვს.

ჟურნალისტის კითხვაზე გარდაუვალია თუ არა რუსეთის ფედერაციასთან ომი, გენერალი ამბობს, რომ რუსეთი და კრემლი აჩვენებენ „ნულოვან სურვილს“ შეწყვიტონ ძალადობა და იპოვონ არსებული ვითარებიდან გამოსავალი.

„რუსეთმა მოკლა უკრაინის ათასობით მოქალაქე და განაგრძობს უკრაინის ჯარისკაცების მოკვლას, მიუხედავად ე.წ. ცეცხლის შეწყვეტისა. რუსეთი და კრემლი აჩვენებენ „ნულოვან სურვილს“ შეწყვიტონ ძალადობა და იპოვონ არსებული ვითარებიდან გამოსავალი.

ძალიან მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა, მისმა ახალმა ადმინისტრაციამ, მანამდე განაცხადა, რომ უკრაინის სუვერენიტეტი შეერთებული შტატების პრიორიტეტია“, – განაცხადა ჰოჯესმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,168 ნახვა
%d bloggers like this: