პოლიტიკა

აუცილებელი იყო საკუთარი სამხედრო ძალებისთვის ომის დაწყების დაბრალება? ღალატში მხილებულები აშკარად აიჭრნენ

Nusagi

ღალატში მხილებულები აშკარად აიჭრნენ. პირად შეურაცხყოფაზე გადმოსვლა გასაგებია, ვერ დავეშვები მანდ…აქ უფრო სერიოზულად არის საქმე: მე-4 და მე-6 პუნქტები წაიკითხეთ და მთლიანად რეზოლუციასაც გადაავლეთ თვალიო…კი ბატონო: მე-4 პუნქტში წერია, 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო ომიო და მეხუთე პუნქტშივე საქართველოს სამხედრო ძალებს დააბრალეს ამ ომის დაწყება… მე-6 პუნქტი იმით იწყება, რომ თითქოს რუსეთის შეტევა იყო საპასუხო… რეზოლუციის სხვა ნაწილით იმიტომ იმართლებენ თავს, რომ იქ სიტყვა ოკუპაცია წერია და რუსების ბევრი სხვა დანაშაულიც, მაგრამ რა – წინა პუნქტებში რაც წერია, იმის საპირწონეა??? ,-წერს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, მიუხედავად ქვეყნის შიდა თუ გარე მტრებისა, საქართველო ყოველთვის გაიმარჯვებს!

„აუცილებელი იყო საკუთარი სამხედრო ძალებისთვის ომის დაწყების დაბრალება??? ამის გარეშე ოკუპაცია და რუსეთმა რაც ჩაიდინეს, შემდგარი ფაქტი არ იყო? ისე ვერ მოხვდებოდა რეზოლუციაში თუ სხვა საერთაშორისოსამართლებრივ დოკუმენტებში?!დიახ, ეგ არ იყო ომის დასაწყისი, მაგრამ მაინც დააბრალეს, ტყუილზე მოუწერეს ხელი!..და ბოლოს, სიტყვა აღიარებას ასე ნურავინ ეთამაშება, არავის უხსენებია! ეს არა აღიარება, არამედ ტყუილი, დაბრალება და ღალატია!!! სწორედ ეს დავამტკიცეთ სტრასბურგში და გავიმარჯვეთ კიდეც, საქართველომ გაიმარჯვა რუსეთის წინააღმდეგ! პირიქით, სხვა უამრავ მტკიცებულებასთან ერთად იქით დავუდეთ მტკიცებულებად ისკანდერის ფრაგმენტი, რომელიც, სხვათა შორის, 2013 წლამდე არავის გახსენებია და მოუკითხავს!…მიუხედავად ქვეყნის შიდა თუ გარე მტრებისა, საქართველო ყოველთვის გაიმარჯვებს!

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,738 ნახვა
%d bloggers like this: