პოლიტიკა

კრისტიან დანიელსონმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საქართველოში მეორე მისიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

Nusagi

სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს საქართველოში მეორე წარუმატებელი მისიის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდა. ეს ინფორმაცია „ქრონიკას“ ევროკომისიაში დაუდასტურეს.

„31 მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის კრისტიან დანიელსონის მეორე მისია პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევის გარეშე დასრულდა. არც ერთი მხრიდან, მმართველი პარტიიდან და ოპოზიციიდან წარმოდგენილ წინადადებებზე კომპრომისზე წასვლის პოლიტიკური ნება არ იყო. ჩვენ რამდენჯერმე აღვნიშნეთ, რომ ქართველ პოლიტიკურ ლიდერებზეა დამოკიდებული კომპრომისის პოვნა. ეს მოწოდება ძალაშია. კრისტიან დანიელსონმა მისი მეორე მისიის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეფ ბორელს. ახლა შემდგომ ნაბიჯებზე შიდა მსჯელობა იქნება“, – აცხადებს ევროკომისიის სპიკერი ნაბილა მასრალი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,564,884 ნახვა
%d bloggers like this: