უცხოური მედია

მოლდოვაში ექვსმა ბიზნესმენმა დეპუტატი გააუპატიურა

Nusagi

მოლდოვაში დემოკრატიული პარტიის მმართველობის დროს, როდესაც პარტიის თავმჯდომარე იყო ოლიგარქი ვლად პლახოტნიუკი, ექვსი ბიზნესმენი ერთ-ერთი დეპუტატის მოქმედებებმა ფინანსურად დააზარალა. ბიზნესმენებმა დეპუტატზე შური იძიეს და ჯგუფურად გააუპატიურეს,-ამის შესახებ ქალაქ ბელცის მერმა, რენატო უსატიმ TV8-ს განუცხადა. 

მისი თქმით, პლახოტნიუკის დროს აღნიშნულმა დეპუტატმა ბიზნესმენებს ბევრი ზიანი მიაყენა. 

„არ მინდა მისი ვინაობის გამხელა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, ამ ამბის ფინალი. შეიკრიბა ექვსი ბიზნესმენი, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ ამ დეპუტატის გამო, და პირდაპირი მნიშვნელობით, გააუპატიურეს“,-განაცხადა მან სატელევიზიო ინტერვიუს დროს.

უსატიმ უარი თქვა დეპუტატის ვინაობის გამხელაზე იმ მიზეზით, რომ არ სურს ამ ამბავში გაერიოს. 

ცნობისთვის, ოლიგარქი ვლადიმერ პლახოტნიუკი 2019 წელს, როდესაც მთავრობა გადადგა, მოლდოვიდან გაიქცა. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,731 ნახვა
%d bloggers like this: