საზოგადოება

პატრიარქი გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალებაზე: დიდად ვწუხვართ, ქვეყანას კიდევ ერთი ბუმბერაზი ადამიანი დააკლდა

Nusagi

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„გურამ დოჩანაშვილი, – სიმბოლო სულიერი სიდიადის, უბრალოების, სათნოების, თავმდაბლობის, ბავშვური გულუბრყვილობის, სიყვარულის, ეროვნულობის, ღვთისმოსაობის, – ამიერიდან ზესთასოფელში გადასახლდა.

ბედნიერებაა, რომ ასეთი პიროვნება არის უდიდესი მწერალი და ამ სიკეთეს სხვათაც უნაწილებს, – მკითხველს თავისი აზროვნების გულითად თანაზიარად ხდის და, ამასთან, ცხოვრების ჭეშმარიტი გზისა და სიცოცხლის არსის შესახებ აფიქრებს.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან, შვილთან ერთად, სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ყველა მის თაყვანისმცემელს მოანიჭოს მშვიდობა, ამინ!

დიდად ვწუხვართ, ქვეყანას კიდევ ერთი ბუმბერაზი ადამიანი დააკლდა“, – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,564,879 ნახვა
%d bloggers like this: