კრიმინალი

წვეულებისთვის ფართის გაქირავებისთვის პირი 10 000 ლარით დაჯარიმდება

Nusagi

სოციალური ღონისძიების გამართვისთვის, მათ შორის, დაბადების დღის, ქორწილის ან სხვა მიზნით, ფართის გაქირავებისთვის გამქირავებელი 10 ათასი ლარით დაჯარიმდება. შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ პირველ არხს უთხრა, რომ შესაბამისი ცვლილებების პროექტი უკვე მზადდება.

მისი თქმით, ფართის იჯარით გაცემისას გამქირავებელი ვალდებული იქნება, დამქირავებელს ხელშეკრულებაში ჩაუდოს პირობა, რომლითაც აკრძალული იქნება ღონისძიებების გამართვა. გარდა ამისა, გამქირავებელი ვალდებული იქნება, თუ რეგულაციის დარღვევის შესახებ შეიტყობს, აცნობოს ინსპექციას.

თუ გამქირავებელი მსგავსი დარღვევის შესახებ არ აცნობებს ინსპექციას, უწყება შეისწავლის, ინფორმირებული იყო თუ არა პირი ამის შესახებ და დადასტურების შემთხვევაში 10 ათასი ლარის გადახდას დააკისრებს. რეგულაციის განმეორებით დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება.

როგორც მოგვიანებით ბექა ფერაძემ განმარტა, ხშირად, დაწესებულებების ნაწილი ერთჯერადად ღონისძიების გამართვის მიზნით, ხელშეკრულებებს აფორმებდა – ერთსა და იმავე დაწესებულებაში რეგულაციები ხშირად ირღვეოდა, დამრღვევი პირი კი სხვადასხვა იყო. მისი თქმით, სწორედ ამის გამო იგეგმება ცვლილებები.

მოქმედი რეგულაციებით, ფიზიკური პირი რეგულაციის დარღვევისთვის 2 ათასი ლარით ჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი დგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ფერაძემ პირველ არხს უთხრა, რომ ეს ჯარიმა მსგავსი ღონისძიებების გამართვის პრევენციას ვერ ახდენდა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,710 ნახვა
%d bloggers like this: