სპორტი

ივნისში საქართველოს ნაკრები, სტუმრად ნიდერლანდებს დაუპირისპირდება

Nusagi

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მიმდინარე წლის ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა, რომ ქვეყნის ეროვნული გუნდები, ერთმანეთს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

6 ივნისს, ქალაქ ენსხედეში, საფეხბურთო კლუბ ტვენტეს სტადიონზე ნიდერლანდებსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა მატჩი შედგება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ორი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებს შორის, ეს იქნება ისტორიაში პირველი დაპირისპირება.

ვილი სანიოლის გუნდი, ნიდერლანდებთან მატჩამდე კიდევ ერთ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. 2 ივნისს, საქართველოს ნაკრები სტუმრად რუმინეთს შეხვდება. ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრას, საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს საკუთარ მოედანზე კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,703,184 ნახვა
%d bloggers like this: