რელიგია

მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს

Nusagi

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ხარება ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია. ამ დღესთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩატარდება.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მდებარე ხარების ეკლესიაში ჩაატარებს.

სახარების მიხედვით, ამ დღეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი.

დღესასწაულთან დაკავშირებით, დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,738 ნახვა
%d bloggers like this: