საზოგადოება

საბაჟო საზღვარზე საქონლის უკანონოდ გადაადგილებისათვის რამდენიმე პირი დააკავეს

Nusagi

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტიგამოავლინეს.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, ორი სატვირთო ავტომანქანით განახორციელეს დაახლოებით 137 000 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონლის იმპორტი, რეალურად კი საქართველოში შემოტანილ იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 951 810 ლარის საბაჟო ღირებულების არადეკლარირებული სხვადასხვა დასახელების საქონელი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,229 ნახვა
%d bloggers like this: