მედიცინა

რა არის ტინიტუსის სინდრომი და მისი გამომწვევი მიზეზები

Nusagi

თუ ვერასდროს გაიგებთ სრულ სიჩუმეს და მუდმივად ყურებში გესმით მონოტონური ხმა, წუილი, ზოგჯერ იგი შესაძლოა ძრავის ბღუილსაც ჰგავს ან ზოგჯერ მუსიკალური ინსტრუმენტის ხმას ჰგავდეს, სწორედ ამ სინდრომს ჰქვია ტინიტუსი.

იგი დაავადება არ არის და სხვადასხვა დაავადების შედეგად გამოწვეული ერთ-ერთი სიმპტომი შეიძლება იყოს. მსგავსი სიმპტომი მოსახლეობის დაახლოებით, 10-15%-ს აქვს. „იმედის დილაში“ ოტო-რინო-ლარინგოლოგმა გრიშა თოფურიამ ამ სინდრომთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზემოთ აღნიშნული სიმპტომების შემთხვევაში ადამიანმა უნდა მიმართოს ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს. საჭიროების შემთხვევაში შემდეგ იგი ოტონევროლოგთან გადაამისამართებს.

„ვერ ვიტყვით, რომ ტინიტუსი არ იკურნება. არის კატეგორია, რომელიც თვითონვე განკურნებულა. ტინიტუსი არ უნდა გავიგოთ ისე – უკვე ჩამოყალიბებული, უკვე ფორმირებული დაავადებაა. ეს მეც გამომიცდია ყურსასმენის ხმარებისას ან თუნდაც მაღალი ბგერების დროს დინამიკებთან ურთიერთობისას; მანქანაში ხმამაღლა მუსიკის მოსმენის შემდეგ დამრჩენია ხმაური ყურში, რომელიც რაღაც ხანმოკლე დროში გამქრალა. თუმცა, როდესაც ის შენარჩუნდება და პროცესი ღრმავდება, ეს აუცილებლად ოტონევროლოგების საკითხია. მათი ჩარევით შედეგები სახარბიელო დგება“, – განაცხადა გრიშა თოფურიამ.

მან ისაუბრა ასევე იმ დაავადებებზე, რომლებმაც შესაძლოა ტინიტუსი გამოიწვიოს.

„ისევე როგორც თავის ტკივილი ზოგადი მცნებაა და რაღაცითაა გამოწვეული, ასევეა ყურში ხმაურიც. პირველ რიგში, იგი იწყება ყურის პათოლოგიების შედეგად, ასევე მნიშვნელოვანია სისხლის მიმოქცევის საკითხი; ერთ-ერთი მიზეზია კისრის მალების ოსტეოხონდროზი, რომელიც სისხლის ნაკადის მიწოდებას ამცირებს“, – განაცხად ექიმმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,738 ნახვა
%d bloggers like this: