საზოგადოება

ფონდი „მომავლის გზა“: სადაც აქამდე აცოცხლა ხალხმა, ბოლომდე შევუნარჩუნოთ სიცოცხლე

Nusagi

საქველმოქმედო ფონდი „მომავლის გზა“ განცხადებას აქვეყნებს და საზოგადოებას 18 წლის ერეკლე ჩეკურიშვილის დახმარებისკენ მოუწოდებს. ერეკლე ჩეკურიშვილი გახმაურებული ინციდენტის მსხვერპლია. მას ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღი ასაკით ბევრად უფროსმა მამაკაცმა ესროლა იმის გამო, რომ მისი და ერეკლეს ძაღლებმა იჩხუბეს.

ფონდი ერეკლეს დედის, ნინო ჩეკურიშვილის შესახებ წერს, რომელიც წელიწადზე მეტია, შვილის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის და მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე აღმოჩნდა თაღლითი ფონდების მსხვერპლი, არ ნებდება, ყველაფერს აკეთებს 18 წლის სპორტსმენის გადასარჩენად. ფონდის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერეკლე ამ დრომდე სწორედ ხალხის დახმარებით ცოცხლობს და საჭიროა საზოგადოების მობილიზება, რომ სათანადო მკურნალობა მიიღოს.

„სადაც აქამდე აცოცხლა ხალხმა ბოლომდე შევუნარჩუნოთ სიცოცხლე“,-წერს „მომავლის გზა“.

ფონდის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„მეგობრებო ერეკლეს ხომ ყველა იცნობთ, თქვენი დამსახურებაა რომ ერეკლე ცოცხალია! მას სიცოცხლე თქვენ შეუნარჩუნეთ❤🙏 დღეს ერეკლეს დედამ დაგვირეკა და ბოდიშების მოხდით ითხოვა ისევ დახმარება. ქალბატონი ნინო როგორც ამბობს არაერთხელ აღმოჩნდა თაღლითი ფონდების მსხვერპლი და მიითვისეს ერეკლესთვის შეწირული თანხები რომელიც ერეკლეს გადასარჩენად ირიცხებოდა!

ქალბატონი ნინო ფონდი „მომავლის გზას“ უცხადებს უდიდეს ნდობას და სწორედ ამიტომ გვთხოვს ჩვენ, რომ გამოვაქყვენოთ ერეკლეს დასახმარებელი განცხადება❤🙏მადლობა ერეკლეს ოჯახს ნდობისთვის! და მადლობა ჩვენს მეგობრებს, რომელმაც ჩვენი თხოვნით ერეკლეს არაერთხელ გაუწიეს დახმარება.❤🙏 ვაქვეყნებთ ერეკლეს დედის თხოვნის წერილს უცვლელად. ისევ დვახმაროთ ერეკლეს და გადავარჩინოთ!

„დავით ძალიან გვჭირდება თქვენი დახმარება ისევ სიცოცხლისათვის იბძვის ჩემი 18 წლის შვილი ერეკლე ჩელურიშვილი რომელიც ამჟამად წევს ჯერარსის კლინიკის რეამინაციაში მძიმე ფორმის გადატანილმა სეფსისმა გამოიწვია ჰიდროცეფალია თავის ტვინის პარკუჭებში სითხის დაგროვება.ასევე მოხდა ერთი წლის წინ გაკეთებული თავის ქალის ორმხრივი პლასტიკის დეფორმირება.ექიმების მძიმე შეცდომამ დაამძიმა ერეკლეს მდგომარეობა გადაუდებლად ესაჭიროება თავის ტვინიდან შუტირებით სითხის გამოყვანა და აუცილებელია პლასტიკის ხელახალი გაკეთება რადგან მუდმივად უნდა დარჩეს ზონდი რომელიც კანქვეშ იქნება და მიერთდება საყლაპავ მილზე. ჩემს უმძიმეს მდგომარეობას ემატება უსახსრობა არანაირი საშუალება სპეციალური საკვები ნუტრიზონი შევუძინო ანუ დღეში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი 2000 კალორია მიიღოს არ გვაქვს.. ასევე ოჯახს გვიწევს ოპერაციის თანხის 8500 ლარის ნახევრის გადახდა. (4250 ლარი) ვიბრძვი შვილის გადასარჩენად გთხოვთ დაგვეხმარეთ#ერეკლესთვის❤️#ერეკლესგადასარჩენად❤️

0901701533( ზარის ღირებულება 1 ლარი) საბანკო რეკვიზიტები:თიბისი ბანკი:GE14TB7525245061100076 საქარᲗველოს ბანკი GE73BG0000000190588200მიმღები ნინო ჩეკურიშვილი. დანიშნულებაში მიუთითეთ : ერეკლეს გადასარჩენადდამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თავად ოჯახს ( მობ: 577 39 18 25 – ნინო ერეკლეს დედა)

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,219 ნახვა
%d bloggers like this: