პოლიტიკა

არც 2009-ში მომწონდა, როცა “საკნების” აქციის მონაწილეებს მეორეხარისხოვნებად მოიხსენიებდნენ

Nusagi

არც 2009-ში მომწონდა, როცა “საკნების” აქციის მონაწილეებს მეორეხარისხოვნებად მოიხსენიებდნენ, – ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე დღეს, ევროპის მოედანზე გამართულ აქციაზე გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებას, როდესაც მან რუსთაველზე გაშლილ კარვებს აქოთებული უწოდა.
“პოლიტიკურად განსხვავებული შეხედულებები არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ მტრები. ჩვენ შეიძლება ვიყოთ პოლიტიკური მოწინააღმდეგეები, მაგრამ ამან არ შეიძლება მიიღოს მახინჯი სახე, რომ ვიღაცა ვიღაცას ანადგურებდეს. ნაგავი უწოდოს, გაიტანოს და ა. შ.

2009 წელსაც მახსოვს, რომ რუსთაველზე თვეების განმავლობაში იყო საკნები, როგორც ისინი უწოდებდნენ. არც მაშინ მომწონდა დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ. არ შეიძლება ადამიანები მეორეხარისხოვნებად მოიხსენიო. ოღონდ მაშინ არავის შეუშლია ხელი, რომ პროტესტი გამოეხატა”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,168 ნახვა
%d bloggers like this: