მედიცინა

დღევანდელი მდგომარეობა არ იძლევა საფუძველს, რომ შეზღუდვები, მათ შორის „კომენდანტის საათი“ შევამსუბუქოთ

Nusagi

ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა ნამდვილად არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ჩვენ არსებული შეზღუდვები, მათ შორის „კომენდანტის საათი“ შევამსუბუქოთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, იმატებს როგორც ინფიცირების შემთხვევები, ასევე დადებითობის მაჩვენებელი, რაც „რა თქმა უნდა, საყურადღებოა“.

„შემთხვევები იმატებს და ასევე იმატებს დადებითობის მაჩვენებელი. 2%-ს გადავცდით, რაც რა თქმა უნდა, საყურადღებოა და ნიშნავს, რომ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი იზრდება. ღამის საათებში მოძრაობის შეზღუდვა არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელსაც იყენებს ევროპის ბევრი ქვეყანა და ჩვენზე უარესი რეგულაციებია იმ ქვეყნებში დაწესებული, რადგან უკიდურესად საჭიროა. ჩვენ გვესმის მოქალაქეების წუხილი და დისკომფორტი, მაგრამ დღეს ეს ჩვენთვის ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმია“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, გაბუნიას განცხადებით, მოიმატა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობამ. მისი ინფორმაციით, კლინიკებში ამ დროისთვის არის 2129 პაციენტი, 357 პაციენტი რჩება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 68 – მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში. თავისუფალი რჩება 2357 საწოლი.

„როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში შემთხვევების რაოდენობა, დაახლოებით, 800-ს აღწევს, ტესტირების პროგრამა მიმდინარეობს ძალიან აქტიურად, 30 ათასს გადააჭარბა ყოველდღიურად ჩატარებული ტესტების რაოდენობამ, რაც არის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი დღეს ჩვენთვის ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების თვალსაზრისით”, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე ინფორმაციით, დაემატა ონლაინ კლინიკები, რადგან ბოლო პერიოდში იმატა ზარების რაოდენობამ.

ამასთან, როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, აცრის კუთხით, სამედიცინო პერსონალის აქტივობა გაზრდილია.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,168 ნახვა
%d bloggers like this: