პოლიტიკა

კობა კობალაძე: ჯერ გაერკვიონ, რას ნიშნავს კასეტური ბომბი, შემდეგ რას ნიშნავს მიზნობრიობა და აგრესია, როდესაც შენს მოსახლეობაზე ძალისმიერ ქმედებას ახორციელებ

Nusagi

ჯერ ტექნიკურ მონაცემებში უნდა გაერკვიონ, რას ნიშნავს კასეტური ბომბი, შემდეგ, რას ნიშნავს მიზნობრიობა და აგრესია, როდესაც შენს მოსახლეობაზე ფაქტობრივად ძალისმიერ ქმედებას ახორციელებ, – ასე გამოეხმაურა აგვისტოს ომის დროს საქართველოს მიერ კასეტური ბომბების გამოყენების შესახებ სერგი კაპანაძის განცხადებას, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე.

მისი თქმით, მოსახლეობას კარგად ახსოვს როგორ ვითარდებოდა მოვლენები.

„აღარ დაიღალა გარკვეული კატეგორია ხალხის, თავის სამშობლოს დადანაშაულებაში თავიანთ უსუსურობაში. ჯერ ეს ერთი ტექნიკურ მონაცემებში უნდა გაერკვიონ, რას ნიშნავს კასეტური ბომბი, შემდეგ რას ნიშნავს მიზნობრიობა და აგრესია, როდესაც შენი ქვეყნის ერთ-ერთ ქალაქზე, მათ შორის შენს მოსახლეობაზე ფაქტობრივად ძალისმიერ ქმედებას ახორციელებს. ამ ხალხს ზოგჯერ ავიწყდება ის, რაც ახსოვს ხალხს, ერს და ბერს – ჩვენ გვახსოვს დინამიკა, თუ როგორ ვითარდებოდა პროცესები, გვახსოვს ის არასტანდარტული ქმედებები, რასაც ახორცილებდა რუსეთის მხარე, ჩვენ ამავე დროს გვახსოვს ის უსუსური ხელისუფლება, რომელიც პროვოკაციაზე წამოეგო და წამოაგო ხალხი.

ჩვენ გვახსოვს გამწარებული მოსახლეობა, რომელიც არ იყოს ევაკუირებული საბრძოლო მოქმედებების ზონიდან. ასევე, გვახსოვს ქაოტურად შეყრილი სამობილიზაციო რესურსი , რეზერვისტების და სხვადასხვა სტრუქტურების ახალგაზრდები, ჩვენ გვახსოვს დიდი მსხვერპლი და ჩვენ გვახსოვს რაც უმთავრესია, საქართველოს ,,ქვა-ღორღად“ წოდებული მათი იდეოლოგიური მამის მიერ, 100-ზე მეტი სოფელი , საიდანაც გამწარებული ხალხი იყო გამოდევნილი.

ჩვენ გვახსოვს ის აგრესია და ტკივილი, რაც იყო. აქედან გამომდინარე უაზრო და უპასუხისმგებლო ქმედებებზე, რომელშიც ქვეყანა და ჩვენი სამშობლო ვინმემ უნდა დაადანაშაულოს, ღიმილს იწვევს და ალბათ გააჩერებენ იმ დონეზე, რომ ღიმილი ღიმილად დარჩეს და საზოგადოების აგრესია არ წამოვა ამ ქმედებებზე. ისტერიის ფონზე სადაც მივედით, დავინახეთ.

დღეს ქვეყანა ვითარდება პრაგმატულად, მიზანმიმართულად, აზრობრივად და ის განვითარდება, ამ ჟამსაც გადავივლით“, – განაცხადა კობა კობალაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, „არავინ უარყოფს ფაქტს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა“.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,168 ნახვა
%d bloggers like this: