პოლიტიკა

2007 წლის აქციაზე კონკრეტული პირის გამო არავინ მისულა, არც ხვალ მივა ხალხი ორგანიზატორთა ხათრით

Nusagi

გიორგი გაჩეჩილაძის ორგანიზებულ აქციას, რომელიც 9 აპრილს 13:00 სთ-ზე, ევროპის მოედანზე ტარდება, ანალიტიკოსი ამირან სლუქვაძე ეხმაურება. მისი თქმით, გარკვეული ადამიანების მიერ აღნიშნული აქციის კრიტიკა არასწორია, რადგან ეს არის საზოგადოების ცივილიზებული, მშვიდობიანი აქტივობა. მისივე თქმით, ამ აქციაზე ორგანიზატორთა ხათრის გამო არავინ მიდის.

„ამ დღეებში ბევრი პოსტი შემხვდა ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით.

უცნობს და სხვებს ებრძოლეთ, თუ არ მოგწონთ, მაგრამ საზოგადოების აქტიურობას რატომ ებრძვით, ვერ ვიგებ. კონტრპროდუქტიულია.

ჯერ კიდევ 3 წლის წინ ვთქვი (ვისაც სურს, გადაცემის ვიდეოს ვაჩვენებ), რომ საზოგადოება აქტიურად უნდა ჩაერთოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენ კი მხოლოდ სოცქსელში ვუშვებთ ორთქლს და პილიტიკური უმცირესობის ნეგატიური დღის წესრიგით ვცხოვრობთ, უფრო სწორად, ვიწამლებით.

იმავე გადაცემაში ვთქვი, რომ პოლიტიკაში ახალი ძალები უნდა შემოვიდნენ.

არც უცნობს ვიცნობ, არც მის ძმას, არც მათი პოლიტიკური მიზნები მაინტერესებს. 2007 წლის აქციაზე კონკრეტული პირის გამო არავინ მისულა. არც ხვალ მივა ხალხი ორგანიზატორთა ხათრით.

ხვალინდელ აქციაზე 1 კაცი მივა თუ 1 მილიონი, პოლიტიკურ დივიდენდად ორგანიზატორები ვერ აქცევენ და თუ შეეცდებიან, წააგებენ. ადამიანები გამოხატავენ საკუთარ პოზიციას. სულ ესაა.

ზოგადად, ხალხი უნდა მიეჩვიოს მშვიდობიანი აქციების ჩატარებას რევოლუციების გარეშე.

ხან კონკრეტული განწყობა უნდა გამოხატო.

ხან ხელისუფლების კონკრეტული ქმედება უნდა გააპროტესტო, კონკრეტული საკითხი, კანონი და შეეცადო მის გაუმჯიბესებას.

ხან ხელისუფლებას უნდა დაუჭირო მხარი, თუ ეს შენს ინტერესებშია.

ხან, შეიძლება, შიდა ან გარე ძალებს დაანახო საზოგადოების ნება ამა თუ იმ საკითხზე და ა.შ.

შეკრება არ უნდა ატარებდეს აგრესიულ, რადიკალურ და უვადო ხასიათს. მასებით არავის უნდა აშინებდნენ. ერთი ადამიანის აქციაც აქციაა.

შეკრება, აზრის გამოხატვა და დაშლა. და არა შეკრება, ხოლო თუ ბევრი ხალხი მივა ხოლმე, აუცილებლად პარლამენტში შეჭრა და რევოლუცია. რევოლუციით მოსვლას რა შედეგები მოაქვს, ვნახეთ.

ამ პოსტს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, საზოგადოება გახდეს აქტიური, დაიცვას თავისი ღირებულებები, თავისი არჩევანი, თავისი ინტერესები.\

ეს პოსტი არ შეიცავს მოწოდებას ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით. მხოლოდ ერთს მოგიწოდებთ, რომ საზოგადოების მშვიდობიან, კორექტულ, ცივილურ აქტიურობას ნუ გააკრიტიკებთ“,-წერს ამირან სალუქვაძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,229 ნახვა
%d bloggers like this: