პოლიტიკა

ბერა ივანიშვილის სამხრეთ კორეაში წასვლაზე ჯერ ქვეყანა შეყარეს, შემდეგ საკუთარ სიუჟეტშივე დაადასტურეს, რომ ვაქცინა გაკეთებული არ აქვს, ორკვირიან კარანტინში იმყოფებოდა

Nusagi

აურზაური არაფრის გამო,-ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი სიუჟეტს, რომელიც ოპოზიციურმა ტელეარხებმა სამხრეთ კორეაში ბერა ივანიშვილის გამგზავრებას მიუძღვნეს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს იყო აურზაური აურზაურის გამო.

„აურზაური არაფრის გამო. უფრო სწორად კი, აურზაური აურზაურისთვის.უკვე მერამდენედ, ჩვენი საგამოძიებო ჟურნალისტიკა ამ სამწუხარო კლიშეს ამართლებს. ბერა ივანიშვილის სამხრეთ კორეაში წასვლაზე ჯერ ქვეყანა შეყარეს და შემდეგ საკუთარ სიუჟეტშივე დაადასტურეს, რომ ვაქცინა გაკეთებული არ აქვს, ორკვირიან კარანტინში იმყოფებოდა, სახელმწიფო რესურსი არ გამოუყენებია, კორეაში გამგზავრებაზე რამდენიმე კვირის წინ განაცხადა….და, როგორც, მათთვის გასაკვირად, აღმოაჩინეს, ბერას ცოლის მშობლები, თურმე, ისევ ჩვეულებრივი კორპუსის ბინაში ცხოვრობენ…

ჰოდა, სიუჟეტი რაზე იყო? სამხრეთ კორეის საელჩოზე? იმ მეორე სიუჟეტზე აღარაფერს ვიტყვი: რომელი ირაკლი რომელს აჯობებს. მუცლით მეზღაპრეობა, როგორც ჟურნალისტური მეინსტრიმი.🤦🤦👈ორჯერ“,-წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,564,884 ნახვა
%d bloggers like this: