პოლიტიკა

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს

Nusagi

პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიის ყრილობაზე მიიღეს. ასევე ყრილობაზე დაამტკიცეს პოლიტსაბჭო, რომელიც უკვე ყრილობის შემდეგ გამართავს პირველ სხდომას.

პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ წარდგენილია გიგი წერეთელი. საგარეო საქმეთა პოლიტიკურ მდივნად – გიორგი კანდელაკი, პარტიის გენერალური მდივნის პოსტზე – აკაკი ბობოხიძე.

როგორც აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, გიგა ბოკერია პარტიის თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

„ევროპული საქართველო“ პარტიის ლიდერებმა დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ დატოვეს.

სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები, ეს მიმაჩნია მათი მხრიდან სამწუხარო და მცდარ გადაწყვეტილებად“,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,564,897 ნახვა
%d bloggers like this: