პოლიტიკა

ერთმა პატარა სტუდიამ მოახდინა ამდენი ხალხის მობილიზება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ამოუვიდა ხალხს ყელში დესტრუქცია და მარაზმი

Nusagi

ერთმა პატარა სტუდიამ, ამ ტელევიზიამ, რომელიც მთელ საქართველოზე არ გადის, მოახდინა ამდენი ხალხის მობილიზება, ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ ამოუვიდა ხალხს ყელში დესტრუქცია და მარაზმი ,-ამის შესახებ მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, 9 აპრილის აქციაზე ხალხის მობილიზება მხოლოდ ერთი სტუდიიდან გაკეთებული მიმართვით მოხდა.

გაჩეჩილაძე ოპოზიციური ტელეკომპანიების ბრალდებებსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ აქციაზე ჟურნალისტების მიმართ აგრესია არ ყოფილა, თუმცა „ზონდერჟურნალისტები“ ამის პროვოცირებას ახდენდნენ. 

„ხალხის დამოკიდებულება შესაბამისი იყო ოპოზიციური არხების ჟურნალისტების ქმედებასთან, რადგან თვითონ იწვევდნენ ადამიანებს“,-განაცხადა მან. 

უცნობი სამომავლო გეგმებსაც შეეხო. 

„ჩვენ ვიტყვით ჩვენს სიტყვას, ხალხმა უკვე იცის, პრობლემა რაშია და რა ნაგავი უნდა გავიდეს ამ ქვეყნიდან“,-აცხადებს გიორგი გაჩეჩილაძე.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,553,346 ნახვა
%d bloggers like this: