Uncategorized

ზურაბ ოტიაშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ აფრთხილებს

Nusagi

დღეს ტელეკომპანია „ფორმულა“ აპირებს გაუშვას სიუჟეტი, სადაც საუბარი იქნება ინციდენტზე, რომელშიც მე ვმონაწილეობდი და სახელმწიფოს მხრიდან ოფიციალურად ვარ დაზარალებულად ცნობილი. ანონსიდანაც ცხადი ხდება, რომ სიუჟეტი იქნება მიკერძოებული, რადგან იქ საუბარია, თითქოს მე დავზარალდი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო,-ამის შესახებ განცხადებას მოქალაქე ზურაბ ოტიაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი თქმით, ეს ყველაფერი არის მტკნარი სიცრუე.

„სიუჟეტში ასევე გამოყენებულია სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული კადრების ფრაგმენტები, რომელიც ტენდენციურადაა დამონტაჟებული, არასრულად ასახავს მომხდარს და ლახავს ჩემს პატივსა და ღირსებას. როგორც დაზარალებული ამ საქმეში, ტელეკომპანია ფორმულასგან მოვითხოვ, რომ არ გაავრცელოს არასწორი ინფორმაცია და არ შეიყვანოს საზოგადოება შეცდომაში. ასევე ვითხოვ არ გავრცელდეს კადრები, რომელიც ჩემს პატივს და ღირსებას ლახავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე იძულებული გავხდები, რომ სხვა ობიექტურ ტელევიზიებს მოვუყვე საქმის დეტალები და ეს ტელევიზია და კონკრეტულად გადაცემა ვამხილო სიცრუეში, ასევე იძულებული გავხდები, სასამართლოს გზით დავამტკიცო ჩემი სიმართლე და თავი დავიცვა ჩემი მიზანმიმართული დისკრედიტაციისგან“,-წერს ზურაბ ოტიაშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,376 ნახვა
%d bloggers like this: