საგარეო პოლიტიკა

ბენ ჰოჯესი: ვიმედოვნებ, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მხარს დაუჭერს, რომ საქართველო ნატოს წევრი მაპის გარეშე გახდეს

Nusagi

ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, გენერალი ბენ ჰოჯესი იმედოვნებს, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია, მხარს დაუჭერს, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი,მაპის გარეშე. მისი აზრით, ეს ეტაპი უკვე გავლილია. ამ საკითხზე მან „რუსთავი2“-ის ეთერში ილაპარაკა.

„საქართველო, რა თქმა უნდა, უკვე უნდა იყოს ნატოს წევრი. ეს წლების წინ უნდა მომხდარიყო. ვიმედოვნებ, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია, მხარს დაუჭერს, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი, მაპის გარეშე. ჩემი აზრით, ეს ეტაპი უკვე გავლილია. საჭიროა, ფიქრი სტრატეგიაზე, რომელიც დაგვეხმარება დავაჩქაროთ საქართველოსა და უკრაინის შესვლა ნატოში.

გულწრფელად რომ ვთქვათ, რამდენიმე ევროპული ქვეყანა ამის მომხრე ჯერ კიდევ არ არის. ამიტომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა იმუშაოს საკმაოდ ინტენსიურად მათ დასარწმუნებლად. უკრაინასთან დაკავშირებით, ახლო მომავალში, ვისურვებდი, რომ აშშ-მ შესთავაზოს კიევს ნატოს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსი, რაც გაზრდის ინფორმაციის გაზიარების მოცულობას, აღჭურვილობას, ეს იქნება ძალიან კარგი ნაბიჯი ნატოს წევრობისკენ. ახლა რისი გაკეთებაც შეუძლია ოფიციალურ ვაშინგტონს, არის ის, რომ ხმამაღლა გაუსვას ხაზი საკითხს, რომ უკრაინის სუვერენიტეტი აშშ-სთვის პრიორიტეტია.

მეორე, მოძებნოს გზები ეკონომიკური, სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერისთვის. მესამე: გერმანიამ და საფრანგეთმა უფრო მეტი რამ უნდა გააკეთონ. კრემლს ახლა არ სჯერა, რომ ევროკავშირში ვინმე რამეს აკეთებს, და ამიტომაც არღვევს და უგულებელყოფს ყველაფერს. უკრაინასა და საქართველოს ბევრი საერთო ინტერესი აქვს, როგორც საერთო საშიში მეზობელი. მათ შეუძლიათ ერთად გააკეთონ ბევრი რამ: გააუმჯობესონ თანამშრომლობა, ერთმანეთის მხარდაჭერა, ყველა შესაძლო გზა ამ მიმართულებით, ჩემი აზრით, იქნება ძალიან კარგი. მნიშვნელოვანია ერთად მუშაობა დიპლომატიის, ეკონომიკისა და ინფორმაციის სფეროში.

თუმცა, არ ვიცი, ნატოს წევრობისთვის ერთობლივი პაკეტი იქნება თუ არა საუკეთესო გზა, იმიტომ რომ მართალია გაქვთ მსგავსებები, მაგრამ ასევე გაქვთ განსხვავებული ვითარება. ბაიდენის ადმინისტრაციას სჭირდება ჰქონდეს სტრატეგია რეგიონთან დაკავშირებით. საჭიროა დიპლომატიური ძალისხმევა, ასევე საჭიროა, ეკონომიკურ სფეროშიც კონკურენცია.

ვაშინგტონმა საქართველოს უნდა შეხედოს, როგორც დერეფანს ევროპასა და აზიას შორის, ასევე უნდა მოახდინოს ინვესტირება საქართველოში ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, რათა ბიზნესებს მოუნდეთ იქ ჩასვლა და ინვესტიციის ჩადება. ჩემთვის ეს სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკურ სტაბილურობას გააუმჯობესებს , არამედ რუმინეთის და ასევე უკრაინის. სამწუხაროდ, ეს ყველაზე ნაკლებად უნდა კრემლს. მოსკოვი ყოველთვის ცდილობს მსგავსი პროექტები გააჩეროს, მაგალითად როგორიცაა: პორტი ანაკლია თუ ტელეკომუნიკაციების ქსელი საქართველოს გავლით.

საქართველოს თავის მხრივ, დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, რომ გადაჭრას შიდა პოლიტიკური კრიზისი. ეს ქვეყნის პასუხისმგებლობაა. თქვენი ქვეყნის ყველა მეგობარს სურს, ნახოს საქართველო, რომელიც განაგრძობს საკუთარ გზას დემოკრატიისკენ. პოლიტიკურმა ლიდერებმა, ყველა მხარემ უნდა დაიბრუნოს მოსახლეობის ნდობა“, – აცხადებს ბენ ჰოჯესი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,564,874 ნახვა
%d bloggers like this: