პოსტები სოციალური ქსელიდან

თუკი ისინი, საჯაროდ, თუნდაც ერთ კანონსაწინააღმდეგო ფაქტს დაამტკიცებენ, დავტოვებ დეპუტატის მანდატს! – ანრი ოხანაშვილი „ფორმულასა“ და „მთავარ არხს“ მიმართავს

Nusagi

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი „ტვ ფორმულასა“ და „მთავარ არხს“ სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ აღნიშნული ტელევიზიები მის მიმართ დეზინფორმაციას გამიზნულად ავრცელებენ, რათა საზოგადოებაში მისი რეპუტაცია დააზიანონ.

ანრი ოხანაშვილი „ტვ ფორმულასა“ და „მთავარ არხს“ მოუწოდებს, ორშაბათსვე წარმოადგინონ მათ ხელთ არსებული „საეჭვო” დოკუმენტაცია მის მიმართ და ანრი ოხანაშვილთან ერთად, პირდაპირ ეთერში, საზოგადოების თვალწინ, განიხილონ.

მისივე თქმით, თუკი ისინი საჯაროდ, თუნდაც ერთ კანონსაწინააღმდეგო ფაქტს დაამტიკცებენ, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ის დეპუტატის მანდატს დატოვებს:

„საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალე გამოვეხმაურო იმ მიზანმიმართულ სიყალბეს, რასაც ჩემს მიმართ უკვე კამპანიის სახით, ერთი და იგივე შინაარსით, ავრცელებენ პარტიული ტელევიზიები – 13 მარტს „ფორმულა“ Formula • ფორმულა, დღეს კი – ერთი თვის შუალედში – „მთავარი არხი“ მთავარი არხი • Mtavari Arkhi

მათი მიზანია – ყველა ხერხით სცადონ საზოგადოებაში ჩემი რეპუტაციული დაზიანება. თუმცა, ყოველ ჯერზე, ვამხელ მათ სიყალბეში! ამასთანავე, ამ სიუჟეტების ავტორებს ვთავაზობ ორშაბათსვე წარმოადგინონ მათ ხელთ არსებული „საეჭვო” დოკუმენტაცია ჩემს მიმართ და საჯაროდ და პირდაპირ ეთერში, საზოგადოების თვალწინ, განვიხილოთ!
თუკი ისინი, საჯაროდ, თუნდაც ერთ კანონსაწინააღმდეგო ფაქტს დაამტკიცებენ, დავტოვებ დეპუტატის მანდატს!
წინააღმდეგ შემთხვევაში საჯაროდ მოიხადონ ბოდიში ამ ბინძური ცილსწამებისთვის!

რაც შეეხება მათ სიყალბეს:

ტყუილი #1: სახელმწიფოს ჩემი სიმამრისთვის არანაირი მიწის ნაკვეთი არ გადაუცია არც სიმბოლურ ფასად და არც საჩუქრად! ამის დადასტურება მარტივად არის შესაძლებელი!

ტყუილი #2: არც 80 ჰექტარი სასოფლო სავარგული არ შეუძენია ჩემ სიმამრს ჩემი დეპუტატობის პერიოდში!

ტყუილი #3: თითქოს მის საკუთრებაში არსებული რომელიმე სახლი ჩემმა სიმამრმა ჩემი დეპუტატობის დროს ააშენა, ასევე, დიდი ტყუილია! ის სახლი, რომელიც სიუჟეტში აჩვენეს, მე და ჩემს მეუღლეს გვეკუთვნის და ჩემს დეპუტატობამდეა აშენებული, რაც დასტურდება ასევე საჯარო დოკუმენტაციით!

სიმართლე კი შემდეგში მდგომარეობს:

1. გამიზნულად არ ამბობენ იმას, რომ ჩემს სიმამრს ეს მიწის ნაკვეთები, წლების განმავლობაში, შეძენილი აქვს მხოლოდ კერძო პირებისგან და არა სახელმწიფოსგან!!!

2. ჩემი მეუღლის ოჯახი, სრულად კანონიერად, ჯერ კიდევ ჩემს დეპუტატობამდე ბევრად ადრე ფლობდა როგორც სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთებს, ასევე, სხვა შემოსავლებს და უძრავ ქონებას, რაც ასახულია შესაბამის საჯარო დოკუმენტებში და ყველასთვის ხემისაწვდომია!

3. ჯერ კიდევ 2018 წლის დეკლარაციაში მაქვს მითითებული იმ ქონების გასხვისების შესახებ, რომელიც ჩემი მეუღლის ოჯახს ჯერ კიდევ 2000-იან წლებში ჰქონდა და რომლის გასხვისების შედეგადაც დაიწყო ჩემმა სიმამრმა სარისკო, თუმცა ქვეყნისთვის საჭირო საქმე!

სპეციალურად საოკუპაციო ხაზთან ჩემი სიმამრის მიერ თავის მშობლიურ და ოკუპირებულ ნაწილში სასოფლო მეურნეობის წარმოებას რადგან ამ პარტ.არხებმა „ოხანაშვილის ოკუპაცია“ უწოდეს, საზოგადოებამ განსაჯოს რა შეიძლება ეწოდოს ამ ბოროტ უმსგავსობას!“, – წერს ანრი ოხანაშვილი და დეკლარაციას აქვეყნებს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,399 ნახვა
%d bloggers like this: