უცხოური მედია

მასობრივი უკუჩვენებების გამო, აშშ-ს 4 შტატში johnson & johnson-ის ვაქცინის გამოყენება შეაჩერეს

Nusagi

ჯორჯია აშშ-ის მე-4 შტატია, რომელმაც დროებით შეაჩერა ვაქცინაცია მას შემდეგ, რაც 8 ადამიანს აცრის შემდეგ გვერდითი მოვლენები განუვითარდა,-ამის შესახებ CBS News წერს.

მანამდე , მიმდინარე კვირის განმავლობაში 18-მა ადამიანმა განაცხადა ჩრდილო კაროლინაში უკუჩვენებების შესახებ. კოლორადოში კი, 11 ვაქცინირებულს აღენიშნებოდა თავბრუსხვევა, გულისრევა და კოლაფსი. ვაქცინაცია შეაჩერეს აიოვაშიც. 

ჩრდილო კაროლინაში სულ, 2300 ადამიანიდან 18-ს განუვითარდა გვერდითი მოვლენა, რაც 0,78%-ს შეადგენს. კოლორადოში 1700-დან 13 ადამიანს მისცა უკუჩვენება. 

„ეს მართლაც ძლიერმოქმედი პრეპარატია და რასაც ჩვენ ვხედავთ, მისი ეფექტის ნაწილია, დაკავშირებული უკუჩვენებასთან, რისი ცოდნაც ჩვენთვის აუცილებელია“,-განაცხადა ექიმმა დევიდ აგუსმა ვაქცინაციის ცენტრიდან. 

ჯანდაცვის დეპარტამნეტში აცხადებენ, რომ აღნიშნული გვერდითი მოვლენები მოსალოდნელი იყო, რადგან ვაქცინა ერთჯერადად კეთდება. მათი განცხადებით, აცრილ ადამიანებს შეშფოთების საფუძველი არ აქვთ. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,376 ნახვა
%d bloggers like this: