უცხოური მედია

1 გარდაცვლილი, 1 დაჭრილი, 10-ჯერ დარღვეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება – ვითარება დონბასში

Nusagi

ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინაში დონბასში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა 10-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. მტრის დაბომბვის შედეგად უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა, ერთი კი დაიჭრა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

„მტრის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად ერთმა სამხედრო მოსამსახურემ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. დაიჭრა კიდევ ერთი ჯარისკაცი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, – აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი 82 მმ კალიბრის ნაღმტყორცნებიდან, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან, ყუმბარმტყორცნებიდან და მცირეკალიბრიანი იარაღიდან გახსნეს

საპასუხოდ რუსეთის საოკუპაციო ძალებს უკრაინელმა ჯარისკაცებმა საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,589,680 ნახვა
%d bloggers like this: