საზოგადოება

თბილისის უბნები, რომლებსაც 12 აპრილს ელექტროენერგია შეეზღუდება

Nusagi

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 12 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ნაძალადევის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IX, X კვარტლების, თემქის დასახლების IX კვარტლის (ნაწილობრივ) და ურეკის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების, დავით სარაჯიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის, ზარზმის, ილორის, ვლადიმერ ნანეიშვილის და ანგია ბოჭორიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ივანე ჯავახიშვილის, ჩიქობავას, აჯამეთის, ზურაბ ქვლივიძის, გოცირიძის და კანკავას ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის მასივის II კვარტლის, გოძიაშვილის, ირაკლი ფარჯიანის, თოფურიძე ვალენტინის, გელოვანის, მუხრან მაჭავარიანის, ციალა გაბაშვილის, ჯორჯ ბალანჩინის, არზაყან (დიმიტრი) ემხვარის, პეტრიწის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის მასივის II კვარტლის, საირმის გორის, საირმის, საბურთალოს, გოძიაშვილის, ირაკლი ფარჯიანის, თოფურიძე ვალენტინის, გელოვანის, მუხრან მაჭავარიანის, ციალა გაბაშვილის, ჯორჯ ბალანჩინის, არზაყან (დიმიტრი) ემხვარის, პეტრიწის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, საირმის გორის, საირმის, შმიდტის და ბურძგლას ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეონიძის და ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ლევან მიქელაძის, თენგიზ აბულაძის და ყიფშიძის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების, საქნავთობის დასახლების და სოფელი დიდი ლილოს მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭირნახულის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, დიღმის მასივის I კვარტლის, აღმაშენებლის ხეივანის, სამხედრო გზატკეცილს, მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანას, იუნკერ მიხეილ იოსელიანის და მირცხულავას ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია „თელასი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,564,847 ნახვა
%d bloggers like this: