ჯანდაცვა

რა დროში, რა ფასად და სად კეთდება კორონავირუსის ტესტი თბილისში?

Nusagi

თბილისში კორონავირუსზე უფასო ტესტირება მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებსა და პროტოკოლით გათვალისიწინებულ (ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ, სიმპტომიან) პირებს უტარდება. ფასიანი PCR კვლევის ჩატარდება კი ბევრ კლინიკაშია შესაძლებელი.

კვლევის პასუხისთვის საჭირო დრო და ფასი განსხვავებულია. ტესტირების ღირებულება 110 ლარიდან იწყება და 200 ლარამდე მერყეობს.

📌ტესტირების ღირებულება 110 ლარია კლინიკა „ნეოლაბში“. პასუხის გასაგებად 24 საათია საჭირო. თუ შედეგის მიღება დაჩქარებული წესით, 7 საათში, გინდათ – ტესტის ღირებულება 220 ლარს შეადგენს

კლინიკას, ასევე, აქვს ბინაზე გამოძახებით ტესტის გაკეთების სერვისი, რომლის ღირებულებაც 150 ლარია და პასუხის მიღებას 24 საათში შეძლებთ.

📌„ევექსის“ პოლიკლინიკების ბენეფიციარებს კორონავირუსზე PCR კვლევის ჩატარება 110 ლარად შეუძლიათ, ხოლო სხვა მსურველებისთვის ტესტირების ფასი 150 ლარია. პასუხის გაგება 24 საათის შემდეგ არის შესაძლებელი.

კლინიკაში, ასევე ,აქვთ ანტისხეულებზე დაფუძნებული სწრაფი ტესტები, რომლებიც პასუხს დაახლოებით, 20 წუთში იძლევა. სწრაფი ტესტის ფასი 50 ლარია.

📌კლინიკა „ნიუჰოსპიტალსში“ზე ტესტის ჩატარებას 120 ლარად შეძლებთ. კვლევის პასუხს კი 48 საათში მიიღებთ.

📌მხოლოდ ბინაზე გამოძახების სერვისი აქვს კლინიკა „ციტოს“. მომსახურეობის ფასი 200 ლარია და პასუხის მიღება 24 საათშია შესაძლებელი. ცალკეა გამოყოფილი „ციტოს“ კლინიკასთან არსებული ლაბ ექსპრესი, რომელიც მხოლოდ კოვიდტესტირებას ემსახურება. ტესტირების ფასი 150 ლარია, ხოლო პასუხს 24 საათში მიიღებთ.

📌სურვილის შემთხვევაში ფასიანი ტესტი შეგიძლიათ გაიკეთოთ ასევე „ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრშიც“. აქ კვლევის ღირებულება 160 ლარია და პასუხს 24 საათი სჭირდება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,156 ნახვა
%d bloggers like this: