პოლიტიკა

ანზორ მელია – მთავრობა შავ დღეშია

Nusagi

მე მგონია, რომ ნიკას დღეს გაათავისუფლებენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მამამ, ანზორ მელიამ განუცხადა.

ნიკა მელიას თქმით, მმართველი გუნდი დღეს შავ დღეშია და მას სხვა გამოსავალი არ აქვს.

„ნიკას გათავისუფლების მოლოდინი მაქვს, იმიტომ, რომ მთავრობა შავ დღეშია, სხვა გამოსავალი მთავრობას არ აქვს. ზეწოლა ევროკავშირიდან, ამერიკიდან, ხალხისგან ძალიან დიდია და ყველაზე კარგი გამოსავალია მთავრობისთვისაც და ყველასთვის, რომ ნიკა გარეთ იყოს. მართალია, მთავრობისთვის ეს იოლი არ იქნება, მაგრამ მგონია, რომ მთავრობაში მოიძებნება ერთი-ორი ჭკვიანი ადამიანი მაინც, რომელიც ამას გაანალიზებს. სხვა გამოსავალი არ იქნება, სულ იქნება ასეთი დაძაბულობა. შეუძლებელია ამ რეჟიმში ადამიანმა იცხოვროს“,- განაცხადა ანზორ მელიამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,155 ნახვა
%d bloggers like this: