პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი – მთელი საქართველო იყო თვითმხილველი, თუ როგორ მოუწოდებდა ნიკა მელია ადამიანებს შეჭრილიყვნენ პარლამენტში

Nusagi

მთელი საქართველო იყო ამის თვითმხილველი, თუ როგორ მოუწოდებდა ნიკა მელია ადამიანებს შეჭრილიყვნენ პარლამენტში. როცა პოლიტიკური ლიდერი ხარ და თვალთმაქცობ, თითქოს გაურბიხარ შენს გამონათქვამებს, ეს ჩემთვის მიუღებელია,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, მელიას სრული შესაძლებლობა ჰქონდა, რომ გარეთ ყოფილიყო.

„არავინ არის განწყობილი ჩვენგან და არავის აქვს დამოკიდებულება, რომ მელია აუცილებლად დაკავებული უნდა იყოს, მაგრამ ეს სასამართლო რაზეც მიმდინარეობს, მთელი საქართველო იყო ამის თვითმხილველი, თუ როგორ მოუწოდებდა ის ადამიანებს, საკმაოდ დიდ მასას შეჭრილიყვნენ პარლამენტის შენობაში. როცა პოლიტიკური ლიდერი ხარ და განცხადებას, მოწოდებას აკეთებ, როცა ასეთი დაძაბულობაა, პასუხისმგებლობაც უნდა გამოთქვა, პოლიტიკური ლიდერობა ასე მიმაჩნია. ისიც უნდა აღიარო, რომ ეს გინდოდა და ამას ახორციელებდი, როცა თვალთმაქცობ, რომ მე ეს არ მინდოდა, ჩემთვის ეს მიუღებელია,”- განაცხადა ყაველაშვილმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,378 ნახვა
%d bloggers like this: