უცხოური მედია

რუსეთმა უკრაინის საზღვართან 80 000 სამხედრო განათავსა

Nusagi

რუსეთმა უკრაინის საზღვართან საერთო ჯამში 80 000 ჯარისკაცი და ოფიცერი, ასევე 500 ერთეული ტექნიკა განათავსა. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა. ინფორმაციას aspi.com.ua ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, უკრაინის სიახლოვეს მსგავსი რაოდენობის სამხედროების კონცენტრაცია 2014-2015 წლების შემდეგ არ ყოფილა. მაშინ ჯარის განთავსება სწორედ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის წინ მოხდა. ახლა უშუალოდ შეტევისთვის მზადება არ მიდის, მაგრამ დაჯგუფება საკმაოდ მრავალრიცხოვანია.

ცნობისთვის, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდგომარეობა განსაკუთრებით აპრილის დასაწყისიდან გამწვავდა. პრორუსი სეპარატისტები უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართულებით ყოველდღე ცეცხლს ხსნიან. არიან დაღუპულები და დაჭრილები.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,164 ნახვა
%d bloggers like this: