ეკონომიკა

აქამდე ოცნებიდან წასული თუ გარიყული დეპუტატები ნაციონალურმა საფანჩატურეთმა შეისრუტა

Nusagi

ბოლო პერიოდის ქართული პოლიტიკის მთავარი ინტრიგა, ბოიკოტირების რეჟიმში მყოფი ბარიერგადალახული პარტიების პარლამენტში შესვლა-არშესვლათან ერთად, გადამდგარი პრემიერის, გიორგი გახარიას, ოფიციალურ პოლიტიკურ განაცხადსაც უკავშირდება,-ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დღეს უმრავლესობიდან გასული 6 დეპუტატის განცხადებაც იმ რაკურსით არის საინტერესო თუ რამდენად შეცვლის არსებულ, ფაქტიურად ორპოლუსიან, და მაღალი რისკების მატარებელ პოლიტიკურ არქიტექტურას.

„ქართული პოლიტიკური კრიზისის ანატომია, რომელიც საპარლამენტო ბოიკოტირების რეჟიმშია გადასული, მიუხედავად ევრომედიაციის მაღალი ჩართულობისა, პრაქტიკულად ორი წლის წინ დაიწყო და ბოლო არ უჩანს.

საპარლამენტო არჩევნები ამ პროცესის თავისებურ გაგრძელებას წარმოადგენდა, რომლის დედააზრიც ხელისუფლების ცვლილება იყო ნებისმიერი, მათ შორის რევოლუციური გზით. ეს არც ოპოზიციის ცალკეულ ლიდერებს დაუყენებიათ ეჭვქვეშ.

ბუნებრივია, სახელისუფლებო ცვლილება ოპოზიციური კოალიციის, რეალურად კი , ნაციონალების პოლიტიკურ რიმეიქად იყო ჩაფიქრებული. პოლიტიკური კრიზისის ინსცენირება და ვადამდელის დაჟინებული მოთხოვნაც, მიუხედავად არჩევნების გაყალბების ვერ დამტკიცებისა და ლეგიტიმაციის საერთაშორისო აღიარებისა, ამ ნარატივით არის პროვოცირებული. მის წამყვან მოდერატორადაც სააკაშვილთან ერთად პროოპოზიციური მედია გვევლინება, ფეიკ ნიუსების და დეზინფორმაციული მანქანის ფართო ტირაჟირებით.

მაღალ პოლიტიკურ რიკს ქმნის არა უბრალოდ ორპოლუსიანი პოლიტიკური სივრცე, არამედ ამ პოლუსის ოპოზიციური პლანქტონი, რომლისთვისაც ყველანაირი კონსენსუსი მიუღებელია თუ ის მის ინტერესში არ არის მთლიანად ბაზირებული. პოლიტიკური მოცემულობა, რომელიც დღემდე ჩამოყალიბდა, ოცნების ალტერნატივად ნაცებს და „საფანჩანტურეთად“ წოდებულ დესტრუქციულ და რადიკალურ კლასტერს განიხილავს. ეს კი მომავალ, იქნება ეს ადგილობრივი, ვადამდელი თუ 2024 წლის არჩევნები, მაღალი თანმდევი რისკებით ხელისუფლების ცვლილების არასასურველ და კონფრონტაციულ რეალობას შექმნის. გახარიას პოლიტიკური განაცხადი, რომელიც დღეს ოცნებიდან გასულმა დეპუტატებმა გააჟღერეს, და უახლოს მომავალში ფრაქციის გარდა პოლიტიკური პარტიის შექმნაც დაანონსეს უკვე ქმნის ახალ მოცემულობას პოლიტიკურ არქიტექტურაში.

ახლა ოპოზიციამ და, განსაკუთრებით, ნაციონალურმა მოძრაობამ რამდენიც უნდა ამტკიცოს, რომ მომავალშიც მხოლოდ ისინი შექმნიან წამყვან ოპოზიციურ ფლანგს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში გახარიას პარტიის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად გამოსვლა ამ თვალსაზრისს საფუძველს აცლის.

სწორედ ნაციონალებისთვის არ იქნება საჩუქარი გახარია ახალ პოლიტიკურ ამპლუაში და ოპომედიაც მაქსიმალურად იქნება ჩართული ამ ჯგუფის დემონიზაციის მცდელობაში, მისთვის დამახასიათებელი ფეიკ კანტორის და დეზინფორმაციის ფართო აჟიტირებით.

ბუნებრივია, ბევრი რამე იქნება დამოკიდებული პოზიციონირების ხასიათზე, ოპოზიციასთან მიმართებაში გახარიას პრემიერობისდროინდელი დებატებიდან ეს გასაგებია. გაცილებით საინტერესო უნდა იყოს თავად „ოცნებასთან“ პოზიციონირების რა სიახლეს და ხედვებს შემოგვთავაზებენ.

კარგია, რომ აქამდე ოცნებიდან წასული თუ გარიყული დეპუტატებისაგან განსხვავებით, რომლებიც შეისრუტა ნაციონალურმა საფანჩატურეთმა, ისინი მთლიანად იზიარებენ პასუხისმგებლობას “ოცნების” ყველა წარმატებაზე თუ წარუმატებლობაზე. ახალი ალტერნატივის შექმნით, რადიკალიზაციის და ამ ოპოზიციური მარაზმის დასრულებით ქვეყანაც მოიგებს და საზოგადოებაც.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,399 ნახვა
%d bloggers like this: