პოლიტიკა

გიგა ბოკერია IRI-ის დასკვნის ნაწილს არაკომპეტენტურს უწოდებს

Nusagi

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია IRI-ის დასკვნის კონკრეტულ ნაწილს, სადაც საუბარია, რომ – “მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირდა დისბალანსირებული შემაჯამებელი ოქმების შედეგების გადამოწმებისა და შესწორების საკმაოდ ბევრი შემთხვევა, რაც საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესის გამართულობას, მათი მასშტაბი არ ახდენს გავლენას არჩევნების საბოლოო შედეგებზე” – არაკომპეტენტურს უწოდებს.

“ამ დასკვნას არა თუ არ ვენდობი, მიმაჩნია, რომ ძალიან ზედაპირული დასკვნა იყო ეგ კონკრეტული დასკვნა. IRI-ის ჰქონდა არჩევნების შემდეგაც დასკვნა, იმ გუნდის მიერ, ვინც ადგილზე იყო. ზედაპირული და არაკომპეტენტური არის დასკვნის ეგ ნაწილი. ეს ხდება ხოლმე.

IRI-ის ჰქონდა არჩევნების შემდეგ იმ ხალხის მხრიდან, ვინც აკვირდებოდა პროცესს, ძალიან კრიტიკული დასკვნა, ამის შემდეგ რამდენიმე ექსპერტის მიერ გამოთქმული მოსაზრებები, ჩემი აზრით, არის მცდარი მაგ ნაწილში, სწორედ,” – განაცხადა გიგა ბოკერიამ “ღამის კურიერში” სტუმრობისას.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,376 ნახვა
%d bloggers like this: