განათლება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის მეორე ეტაპი ხვალ იწურება

Nusagi

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება, – ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე განცხადებით, რეგისტრაციის მეორე ეტაპი 15 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

„რეგისტრაციის ამ ეტაპზე აბიტურიენტს საგნის წაშლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლის შესაძლებლობა აქვს. რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანას, ეს პროცესი აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათზე შეწყდება. კონკრეტული თარიღი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება. აბიტურიენტმა ასევე უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ვერ აირჩევს პროგრამებს, თუ არ ექნება მითითებული რელევანტური საგნები. აქედან გამომდინარე, ვერ მიიღებს მონაწილეობას ჩარიცხვების კონკურსში“, – აცხადებენ ცენტრში.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის პირველი, ძირითადი ეტაპი პირველ მარტს დაიწყო და 31 მარტის 18:00 საათზე დასრულდა. რეგისტრაცია 38 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს, ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში გამოიყენონ შენახვის ღილაკი და დაიმახსოვრონ შესაბამისი ცვლილება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,168 ნახვა
%d bloggers like this: