პოლიტიკა

მოვახდენთ ქვეყნის პიკეტირებას, დავკეტავთ ავტობანს, დავიძრებით თბილისისკენ

Nusagi

ქუთაისში, ნამახვან ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქციაზე, ვარლამ გოლეთიანმა დემონსტრანტებს სამომავლო სამოქმედო გეგმა გააცნო. მისი თქმით, დღეს ღამეს ქუჩაში გაათევენ, ხვალიდან კი სოფელ გუმათში დაბრუნდებიან.

“დღევანდელ ღამეს ვათევთ აქ. ხვალ, დილის 8 საათიდან გადაავაადგილდებით გუმათში. თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნებს, არ ექნება ადეკვატური რეაგირება, ჩვენ მოვახდენთ ქვეყნის პიკეტირებას, ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

მისივე თქმით, თუ პიკეტირებაც არ აღმოჩნდება საკმარისი, მაშინ დედაქალაქში გადაინაცვლებს აქციები.

“ჩვენ დავკეტავთ მათ შორის ავტობანსაც. თუ მთელი ქვეყნის პიკეტირებაც არ გახდება საკმარისი, ჩვენ ყველა მხრიდან დავიძრებით დედაქალაქში და აქციებს დავიწყებთ”, – მიმართა ვარლამ გოლეთიანმა აქციის მონაწილეებს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,387 ნახვა
%d bloggers like this: