პოსტები სოციალური ქსელიდან

„გახარიასა და მისი გუნდის გამოჩენა სახეს აკარგვინებს მოქმედი პოლიტიკური ელიტის და მათი მხარდამჭერების რადიკალურ ნაწილს“ – ბერდია სიჭინავა

Nusagi

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავა მმართველი გუნდიდან 6 დეპუტატის მიერ „ქართული ოცნების“ დატოვებას გამოეხმაურა და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პასუხისმგებლიანი უწოდა.

ბერდია სიჭინავას თქმით, დეპუტატების მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინგადადგმული ნაბიჯია რადიკალიზაციისა და პოლიტიკურად პოლარიზებული გარემოს დასასრულებლად.

ამასთან, სიჭინავა აცხადებს, რომ გიორგი გახარიას და მისი გუნდის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენა აშინებს, პოლიტიკურ ისტერიაში აგდებს და სამწუხაროდ, ადამიანურ სახეს აკარგვინებს მოქმედი პოლიტიკური ელიტისა და მათი მხარდამჭერების რადიკალურ ნაწილს ორივე პოლიტიკურ პოლუსზე.ლარი საგრძნობლად გაუფასურდა – ვალუტის ახალი კ…ეკონომიკა14 აპრილი 17:04ინდოეთიდან მომავალი ნებისმიერი პირი, მოქალაქე…COVID-1949 წუთის წინ

„ჩვენმა თანაგუნდელებმა საქართველოს პარლამენტში მიიღეს ღირსეული და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური გადაწყვეტილება პარტია „ქართული ოცნების“ დატოვებასთან დაკავშირებით, რაც არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი რადიკალიზაციისა და პოლიტიკურად პოლარიზებული გარემოს დასასრულებლად და აჩენს ახალ სივრცეს ჩვენი მოქალაქეების გაერთიანებისთვის საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესების გარშემო.

ამ გადაწყვეტილებას, სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების რადიკალური ნაწილის მხრიდან რა რეაქციებიც, სპეკულაციებიც, ქაოსური და ურთიერთგამომრიცხავი ბრალდებები, დამცინავი, შეურაცხმყოფელი და ზიზღით გაჟღენთილი პოსტები მოჰყვა, ნათლად აჩვენებს რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებას:

ამ ადამიანებს, მათ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებსა და ჩვენს თანამოქალაქეებსა და მათ რეალურ საჭიროებებს შორის გაჩენილია უფსკრული (შავი ხვრელი), რაც ყოველდღიურად ღრმავდება, შთანთქავს და ანადგურებს ჩვენი ქვეყნის ევროპული განვითარების პერსპექტივას.

სხვადასხვა პოლიტიკურ პოლუსზე მყოფი პარტიების რადიკალური ნაწილის წარმომადგენლების მესიჯბოქსი არის იდენტური, პარაზიტებივით საზრდოობენ წარსულზე საუბრითა და ერთმანეთის სიძულვილით. შესაბამისად, მოქალაქეების პრობლემების გარშემო გაერთიანების და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის რესურსები მოქმედ პოლიტიკურ ძალებს არ გააჩნიათ.

– გიორგი გახარიას და მისი გუნდის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენა აშინებს, პოლიტიკურ ისტერიაში აგდებს და სამწუხაროდ, ადამიანურ სახეს აკარგვინებს მოქმედი პოლიტიკური ელიტისა და მათი მხარდამჭერების რადიკალურ ნაწილს ორივე პოლიტიკურ პოლუსზე.

– პოლიტიკოსები, რომელთაც თვითონ არ აქვთ გაცნობიერებული ხალხის წინაშე რა პასუხისმგებლობა აკისრიათ, ყოფილ „თანაპარტიელებს“ „კომუნისტურ-ამხანაგური“ მეთოდებით პასუხს სთხოვენ განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებებისა და ჩვენი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული დღის წესრიგის გამო.
– რადიკალიზაცია და პოლარიზაცია ქვეყანაში აუცილებლად დასრულდება. ამისთვის ჩვენი თანამოქალაქეების ერთიანობაა საჭირო. ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ სახელმწიფო და ამ პროცესში ყველას თანაბრად გვეკისრება ჩვენი წილი პასუხისმგებლობა.

P.S. ხელისუფლების წყაროა ხალხი. ხალხი გაზომავს ყველას რეიტინგს არჩევნებზე. მანამდე ვისაუბროთ ფაქტებით. ფაქტები კი არის შემდეგი:

  • იმ მაჟორიტარმა დეპუტატებმა, რომელთაც დატოვეს “ქართული ოცნება“, თავიანთ სამაჟორიტარო ოლქებში გაიმარჯვეს დამაჯერებლად, პირველივე ტურში და აიღეს იმაზე ბევრად მეტი ხმა, ვიდრე ამ სამაჟორიტარო ოლქში მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ.
  • – მოწოდებები საპარლამენტო მანდატების დატოვებაზე იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ისინი „ქართული ოცნების” სახელით იყრიდნენ კენჭს და გაიმარჯვეს, ნამდვილად ვერ გამოდგება არგუმენტად და ამ თემის განხილვაში სიღრმისეული შესვლით, აღმოჩნდებით უხერხულ მდგომარეობაში, რაც ნამდვილად არ შედის თქვენივე ინტერესებში“, – წერს სიჭინავა Facebook-ის პირად გვერდზე.
Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,376 ნახვა
%d bloggers like this: