საზოგადოება

დღეს საქართველოს სომხეთის პრეზიდენტი ეწვევა

Nusagi

თბილისს ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად ეწვევა. არმენ და ნუნე სარქისანების დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორი ქვეყნის პრეზიდენტების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც არმენ სარქისიანი და სალომე ზურაბიშვილი პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. იგეგმება შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთანაც.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტი სომხურ საკათედრო ტაძარს დაათვალიერებს. ასევე გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,589,773 ნახვა
%d bloggers like this: