პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის უმნიშვნელოვანესია საქართველო იყოს ძლიერი სახელმწიფო, რომელშიც პარტიები იღებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს და მუშაობენ საქართველოს პარლამენტში

Nusagi

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის უმნიშვნელოვანესია საქართველო იყოს ძლიერი სახელმწიფო, რომელშიც პარტიები იღებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს, ამართლებენ იმ ნდობას, რომელიც საკუთარი ამომრჩევლისგან აქვთ მიღებული და მუშაობენ საქართველოს პარლამენტში, – ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ის საკითხები გაამხილა, რომლებსაც ქართული დელეგაცია ვაშინგტონში ამერიკელ პარტნიორებთან შეხვედრებზე განიხილავს.

„საუბარი შეეხო ისეთ საკითხს, როგორიცაა რეგიონალური უსაფრთხოება. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ალიანსის გადაწყვეტილებებზე, რომელიც ეხება ავღანეთიდან საჯარისო ნაწილების გამოყვანას, ასევე სამომავლო პერსპექტივებსა და თანამშრომლობის საკითხებს. ვისაუბრეთ ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე, იმ ხელოვნურ კრიზისზე, რომელიც სახელმწიფოში გვაქვს. ჩვენ წარვადგინეთ კონკრეტული ანგარიში იმასთან დაკავშირებით, თუ რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკებების პროცესი. რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებთან ვაწარმოებთ გარკვეულ კოორდინირებას, როგორ შეიძლება სწრაფად დავუბრუნდეთ ნორმალური ცხოვრების რიტმს, სადაც საშუალება გვექნება რომ საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში შევძლოთ ყველა იმ გამოწვევასთან გამკლავება, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგში აშშ-ის ჩართულობაზაც ისაუბრა.

„მე არ ვიტყვი იმას, რომ რაიმე ფორმით ოდესმე შემცირებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების როლი მოლაპარაკებების პროცესში. ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ჩვენი სახელმწიფოს სტრატეგიული და სანდო პარტნიორი ყოველთვის მოქმედებს იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც საქართველო მოსახლეობისთვის და საქართველოს სახელმწიფოსთვის არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,553,369 ნახვა
%d bloggers like this: