პოლიტიკა

კახა კუჭავა – ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების მოსაზრებები და რჩევები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით

Nusagi

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ვიზიტი ვაშინგტონში ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს, – ამის შესახებ პარტიის პარტიის საერთაშორისო მდივანმა, კახა კუჭავამ ვაშინგტონში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შეხვედრებზე განიხილეს როგორც ქვეყნის შიდაპოლიტიკური საკითხები, ასევე ის გამოწვევები, რომლის წინაშეც საქართველო დგას.

„შეხვედრები გაიმართა და გაიმართება როგორც სენატორებთან, ასევე კონგრესმენებთან, გვქონდა შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთანაც. მნიშვნელოვანია იმ საკითხების განხილვა, რომელიც საქართველოს ჭრილში მიმდინარეობს, პირველ რიგში, არის რეგიონული ფაქტორი, ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და რა თქმა უნდა, შიდაპოლიტიკური საკითხები. ჩვენთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ ჩვენი ქვეყნის მეგობრების, სტრატეგიული პარტნიორების მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, მათი რჩევები და შესაბამისად, მივიღოთ უკვე გადაწყვეტილებები.

ეს შეხვედრები, რომელიც ერთი თვის წინაც განხორციელდა ვაშინგტონში, პირველი ვიზიტი პანდემიის შემდეგ და გაგრძელდება კიდევ უფრო ხშირად, პირველ რიგში, მეტყველებს იმაზე, რომ ის გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ ვიღებთ, ყოველთვის არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები რეგიონულ ჭრილში გეოპოლიტიკური კომპონენტის გათვალისწინებით, ყოველთვის არის იმ რჩევების, კონსულტაციების შედეგად, რომელსაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან ვიღებთ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

ამასთან, კუჭავას განცხადებით, ვაშინგტონში მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური დიალოგის საკითხიც განიხილეს.

„მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იხილონ ძლიერი საქართველო. ძლიერი საქართველო, სადაც დემოკრატია კიდევ უფრო ვითარდება. რა თქმა უნდა, შეეხნენ ყველა იმ მიმდინარე საკითხებს, რომელიც დღეს მიმდინარეობს ქვეყანაში და აქტუალურია. ისინი ისურვებდნენ, რომ ეს შეთანხმება საბოლოოდ დასრულდეს, რომ ოპოზიცია იხილონ პარლამენტში და ხელისუფლებამაც თავისი მხრიდან აიღოს ის პასუხისმგელობა, რომელზეც ჩვენი მხრიდან თანხმობა იყო გაცხადებული.ვისაუბრეთ დეტალებზეც, რა ნაბიჯები აქვს გადადგმული და რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს ხელისუფლება. ყველა ის ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რომელიც ხელს შეუწყობს იმას, რომ ე.წ. კრიზისი საბოლოოდ დასრულდეს და ქვეყანამ გააგრძელოს საპარლამენტო საქმიანობა. ამას ელოდება ყველა, ვაშინგტონი თუ ბრიუსელი“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. პარტიის თავმჯდომარესთან ერთად, შეხვედრებს ესწრებიან პარტიის საერთაშორისო მდივანი კახაბერ კუჭავა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,168 ნახვა
%d bloggers like this: