საზოგადოება

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები- ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას იმ შემთხვევაში დავესწრებით, თუ ვიდეოგადაღების უფლება გვექნება

Nusagi

“ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს და გუბერნატორებს შეხვდებიან, რომლებიც ქუთაისში პრემიერ-მინისტრის დავალებით იმყოფებიან.

როგორც “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, ისინი დიალოგისთვის მზად არიან.

„მოგეხსენებათ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აქ ვართ 24/7-ზე რეჟიმში, არავისთან საუბრის და შეხვედრის პრობლემა არ გვაქვს. სასურველი იყო, როცა ასეთი ტიპის შეხვედრა იგეგმება დროულად გაგვაგებინონ, 5 წუთით ადრე შემთხვევით ვებ -გვერდიდან არ უნდა გავიგოთ. რადგან საპატრიარქოდან გაკეთდა მხარეების მისამართით მოწოდება, რომ კიდევ ერთხელ შედგეს დიალოგი, ეს მნიშვნელოვანია, მივესალმებით საპატრიარქოს ამ განცხადებას. ვაპირებთ ქუთაისში დავიძრათ, მუნიციპალიტეტის შენობასთან და შევხვდეთ მათ“,- აცხადებს გოლეთიანი.

როგორც ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, ვინაიდან აღნიშნულ საკითხზე მაღალი ინტერესია, აქციის მონაწილეები ითხოვენ შეხვედრას საზოაგდოებამ პირდაპირ ეთერში ადევნოს თვალი.

„ ჩვენ იმ შემთხვევაში არ დავესწრებით ამ შეხვედრას, თუ ჩვენი სატელეოფნო საშუალებით ვიდეო გადაღების უფლება მინიმუმ არ მოგვეცემა. რათა დაზღვეული ვიყოთ შემდგომი სპეკულაციებისგან. სასურველია პირდაპირში ადევნოს საზოგადოებამ თვალი“, – აცხადებას გოლეთიანი.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ქუთაისში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და ორი გუბერნატორი, რომლებიც მზად არიან “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებთან დიალოგის გასაგრძელებლად.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში აქციის მონაწილეებთან შესახვედრად სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გივი ჭიჭინაძე, ზაზა ლომინაძე, ბეჟან წაქაძე, გოჩა ენუქიძე, დიმიტრი სამხარაძე და გოდერძი ჩანქსელიანი იმყოფებიან.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,393 ნახვა
%d bloggers like this: