პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: დანიელსონის დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებზე არცერთი წინადადება არ იყო მოცემული

Nusagi

იმ დოკუმენტში, რომელიც დანიელსონმა შემოგვთავაზა, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით არ იყო არცერთი წინადადება მოცემული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპოზიციის მიერ წამოყენებული ბრალდება „არჩევნების გაყალბების“ შესახებ არის უსაფუძვლო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპოზიციის მიერ წამოყენებული ბრალდება „არჩევნების გაყალბების“ შესახებ არის უსაფუძვლო და ის არ არის გაზიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ. ჩვენ ჩვენი მხრიდან, ვთავაზობთ ჯანსაღ გამოსავალს, ხელს ვაწერთ დანიელოსნის შემოთავაზებულ დოკუმენტს და ასევე „ქართული ოცნება“ მზად არის, პარლამენტში გადაიტანოს პროცესი და იქ ყველა პირობა, რომელზეც ოპოზიციაც მოაწერს ხელს, შესრულდეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,393 ნახვა
%d bloggers like this: