სამართალი

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

Nusagi

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს გიორგი მენაბდეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

გუგა ბარბაქაძის ჩვენება ერთ-ერთი ახალი მტკიცებულებაა, რომლის საფუძველზეც დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე, გიორგი მენაბდე დააკავეს – ამის შესახებ განცხადება საქმის პროკურორმა გააკეთა.

მირიან მეგრელიშვილის განცხადებით, მენაბდის პატიმრობაში ყოფნის როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები, კერძოდ კი, მიმალვის, ახალი დანაშაულისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს. პროკურორის თქმით, გიორგი მენაბდემ სისხლიანი ტანსაცმელი გარეცხა, თუმცა, ექსპერტიზამ სისხლის დადგენა მაინც შეძლო.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,387 ნახვა
%d bloggers like this: