ეკონომიკა

დღეის მოცემულობით, ქვეყანაში გაჩერებულია 100-მდე პროექტი და ყველა- ხალხის პროტესტის გამო

Nusagi

ნამახვანჰესის ირგვლივ აგორებული ტალღა აშკარად გასცდა ერთი კონკრეტული ჰესის მშენებლობის მიზანშეწონილობის თემატიკას,-ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ, მთელი სიცხადით წარმოაჩენს ჰიდროსადგურების წინააღმდეგ ბრძოლის მრავალწახნაგოვან ხასიათს,

„დღეის მოცემულობით გაჩერებულია ასამდე პროექტი, როგორც საშუალი, ისე მცირე სიმძლავრის, მაგრამ არც ერთი მათგანი, არც წყლის დაგუბებას და მით უმეტეს არც კაშხლის მშენებლობას არ ითვალისწინებს. მიუხედავად ამისა, ყველა ეს პროექტი შეჩერებულია ხალხის პროტესტის გამო.

არიან ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნის პატრიოტები არიან, გულწრფელად აინტერესებთ გარემოს დაცვა, ენერგოუსაფრთხოება და ამ მიმართულებით არსებული რისკების შემცირება, მაგრამ ეს პროექტები შეჩერდა სხვადასხვა ინტერეს ჯგუფების ჩარევის შედეგად, მწვანეების გარდა, ყველაზე მეტი აქტიურობით ის ჯგუფები გამოირჩევიან, ვისაც ეს ერთი შეხებით ნაკლებად ეხება. მათთვის არანაირი მნიშვნელობა არანაირ მყარ არგუმენტს არა აქვს, არც წმინდა ეკონომიკურს და არც ეკოლოგიურს. ეს არის ის ხალხი, რომელიც ქართველი ხალხის სახელით სპეკულირებს, რეალურად კი რუსული ჰიბრიდული ომის პარტიაში, სადაც ენერგეტიკა გეო პოლიტიკურ ინსტრუმენტად არის ქცეული, უკეთეს შემთხვევაში სასარგებლო იდიოტების როლში გვევლინებიან.

მართალია, ენერგეტიკის თანამედროვე ტენდენციები უპურატესობას მწვანე ენერგეტიკას ანიჭებს, და ბევრ ქვეყანაში ხდება კიდეც თეზების ალტერნატიული ენერგიის წყაროებით ჩანაცვლება, მაგრამ მარეგულირებელი წყალსაცავიანი ჰესების მშენებლობა სასიცოცხლოდ აუცილებელია ასევე სხვა განახლებადი ენერგიის წყაროების ქარის და მზის რესურსის სრულად ასათვისებლად.რეალურად ეს არის ბრძოლა ქვეყნის ეკონომიკური დიდი პერსპექტივების წინააღმდეგ, რაც პროცესის რადიკალიზაციით და პოლიტიკური ასპექტის გააქტიურებით ხორციელდება. ამ დესტაბილიზაციის საბოლოო მიზანიც რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების არსებული სტატუსკვოს შენარჩუნებაა.ჩვენი ეკონომიკის დიდი უპირატესობაა მისი დამოკიდებულება განახლებადი ენერგეტიკაზე.

აქედან გამომდინარე, საქართველოში შექმნილი პროდუქციის კონკურენტუნარიანობა, ნახშირბადური კვალის არ არსებობა უდიდეს პერსპექტივებს მისცემს ქვეყანას, როგორც ექსპორტის ზრდის, ისე რეგიონალური საწარმოო ჰაბის შექმნის პერსპექტივით და ეს მომავალ წლების განმავლობაში ხელშესახები გახდება.ძალიან დიდი პერსპექტივა მომავალი ათწლეულში „მწვანე წყალბადის“ წარმოების განვითარებას ექნება და ამის უდიდესი პოტენციალი გვაქვს თუ განახლებად ენერგიის რესურსს – ჰიდრო, ქარის და მზის ენერგიას რაციონალურად ავითვისებთ, ამ პროდუქტის წარმოება რომლის მასშტაბები 2030 წლისთვის წლიურად 900 მილიარდ დოლარს მიაღწევს და აშკარად შეცვლის მსოფლიოს. საქართველოს აქვს რეალურად ამ პროდუქტის საშუალებით მოახდინოს დიდი ეკონომიკური ნახტომი, რაც თითოეული ჩვენთაგანის მომავალ კეთილდღეობაზე აისახება.

აქედან გამომდინარე, ხელისუფლება რაც მალე დაიწყებს ფართო დისკუსიას არა მხოლოდ ნამახვანჰესზე, არამედ ენერგეტიკული პოლიტიკის პრიორიტეტებზე, მიწის კერძო საკუთრების და საინვესტიციო სტრატეგიის ერთიან კონტექსტში, პრობლემასაც გადაწყვეტს და მზარდ საგარეო რისკებსაც დააბალანსებს.თვალსაჩინოებისათვის, იგივე შვეიცარიის ჰესების ჯამური სიმძლავრე 10 ჯერ მეტია, ვიდრე ჰესების მოქმედი გენერაცია საქართველოში. მათ შორის, 25 ზე მეტი 100 მეტრზე მაღალი კაშხალია, მათ შორისაა, 284 მეტრის სიმაღლის გრანდ დიქსენის კაშხალი, რომელიც ჩვენ ენგურის კაშხალზე მაღალია და ამ პოსტთან ერთად ვდებ მეტი ვიზუალიზაციისათვის“,-წერს გიორგი ცუცქირიძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,393 ნახვა
%d bloggers like this: