Uncategorized

თამარ გაბუნია: ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით ექსპერტები მხარს უჭერენ, რომ ქვეყანაში „სინოფრამის“ ვაქცინის გამოყენება დროულად დაიწყოს

Nusagi

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, „სინოფარმის“ ავტორიზაცია აპრილის ბოლოსთვის არის დაგეგმილი და ვაქცინაციის ადმინისტრირება ქვეყანაში მაისის დასაწყისიდან იგეგმება. მისივე თქმით, „სინოფარმის“ ვაქცინა აღიარებულია 35 ქვეყანაში და ჩინეთის მწარმოებელს 200 მილიონზე მეტი დოზა აქვს გაცემული სხვადასხვა ქვეყანაში. ვაქცინაცია საკმაოდ ეფექტურად, მინიმალური გვერდითი მოვლენებით მიმდინარეობს.

გაბუნიას თქმით, ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, ექსპერტები მხარს უჭერენ, რომ ქვეყანაში „სინოფრამის“ ვაქცინის გამოყენება დროულად დაიწყოს.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თვის ბოლომდე „სინოფარმის“ ვაქცინის ავტორიზაციის საკითხს განიხილავს. დღევანდელი მდგომარეობით „სინოფარმის“ ვაქცინა აღიარებულია 35 ქვეყანაში და ჩინეთის მწარმოებელს 200 მილიონზე მეტი დოზა აქვს გაცემული სხვადასხვა ქვეყანაში და ვაქცინაცია საკმაოდ ეფექტურად, მინიმალური გვერდითი მოვლენებით მიმდინარეობს.

ვფიქრობთ, რომ დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ის, რომ „ასტრაზენეკას“ არჩევანი გვაქვს მხოლოდ 55 წლის ზემოთ, ცალსახად აყენებს იმის აუცილებლობას, რომ დავიწყოთ და არ დავკარგოთ დრო იმისთვის, რომ ვაქცინის სრული აღიარება თუ არ მოხდა აპრილის ბოლოს, ამან კიდევ არ შეაფერხოს ვაქცინაციის პროცესი. ჩვენ ვაგრძელებთ მოსამზადებელ სამუშაოებს, ავტორიზაცია აპრილის ბოლოსთვის არის დაგეგმილი და ვაქცინაციის ადმინისტრირება ქვეყანაში მაისის დასაწყისიდან დაიწყება“, – განაცხადა გაბუნიამ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,373 ნახვა
%d bloggers like this: