უცხოური მედია

კომპანია „ფაიზერის“ ხელმძღვანელის თქმით, სრულად ვაქცინაციიდან 6-12 თვეში, სავარაუდოდ, ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება გახდება საჭირო

Nusagi

კომპანია „ფაიზერის“ აღმასრულებელი დირექტორის, ალბერტ ბურლას განცხადებით, ადამიანებს, შესაძლოა, სრულად ვაქცინაციიდან 6-12 თვის განმავლობაში ვაქცინის მესამე დოზის მიღება, შემდეგ კი, ყოველწლიური რევაქცინაცია დასჭირდეთ.

”სავარაუდო სცენარია, რომ საჭირო იქნება მესამე დოზა, სადღაც 6-დან 12 თვემდე და შემდეგ მოხდება ყოველწლიური რევაქცინაცია, მაგრამ ამ ყველაფერს დადასტურება სჭირდება,“ – აღნიშნა ალბერტ ბურლამ.

კომპანიებმა – „ფაიზერმა“ და „ბიოტექმა“ მიმდინარე თვეში განაცხადეს, რომ კლინიკური კვლევების თანახმად, მათმა ვაქცინამ მეორე დოზის მიღებიდან 6 თვის შემდეგ დაცვის მაღალი დონე აჩვენა.

ვაქცინა ასევე ეფექტური აღმოჩნდა კორონავირუსის რამდენიმე ცნობილი ვარიანტის, მათ შორის ე.წ. ბრიტანული და სამხრეთ აფრიკული ვარიანტების, წინააღმდეგ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,393 ნახვა
%d bloggers like this: