პოლიტიკა

მეცნიერებმა აშშ-ში ყველაზე თეთრი საღებავი შექმნეს

Nusagi

აშშ-ში, პერდიუს უნივერსიტეტის მკვლევარებმა განაცხადეს, რომ შექმნეს მსოფლიოში ყველზე თეთრი საღებავი, რომელსაც 98,1%-იანი არეკვლის უნარი აქვს. საღებავის გამოყენება შეიძლება ცხელი კლიმატის მქონე ქვეყნებში, შენობების შესაღებად. ინფორმაციას გამოცემა Gizmodo ავრცელებს.

გასულ წელს მეცნიერებმა შექმნეს საღებავი „ალბედო“, რომელსაც იმ დროისთვის არეკვლის რეკორდული უნარი- 95,5% ჰქონდა. რამდენიმე პროცენტით ამ მონაცემის გაზრდას დიდი მნიშვნელობა აქვს გამაგრილებელი ეფექტისთვის, თუმცა სხვაობა თვალისთვის შეუმჩნეველია. 

ამჟამად ბაზარზე წარმოდგენილია „ულტრაამრეკლავი“ (80-90% )საღებავები. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მზის სხივების 10%-ს ირეკლავენ, რაც საკმარისი არ არის გასაგრილებლად. ახლად შექმნილი საღებავი კი, ზედაპირს გარეთ არსებულ ტემპერატურას  4,5 °C -ით აგრილებს.  

მეცნიერებმა თეთრ საღებავზე მუშაობა 7 წლის წინ დაიწყეს. მათ მასალაში ბარიუმის სულფატი დაამატეს, რომელსაც კოსმეტიკურ მათეთრებელ საშუალებებში იყენებენ. შედეგმა გაამართლა. 

მეცნიერების თქმით, ახლად შექმნილი საღებავი 80%-ით შეამცირებს ჰაერის კონდიცირების ხარჯებს ისეთ ქალაქებში, როგორიცაა რინო ნევადაში და ფენიქსი არიზონაში. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,156 ნახვა
%d bloggers like this: