საზოგადოება

საქართველოს ყველაზე სუფთა ქალაქი დასახელდა

Nusagi

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს“ ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“-ს ფარგლებში, 2020 წელს გამოცხადებული კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

ნომინაციაში „სუფთა ქალაქი“ ქუთაისის მუნიციპალიტეტმა გაიმარჯვა.

„ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ქუთაისმა „ყველაზე სუფთა“ ქალაქის სტატუსი მოიპოვა, ეს, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენი თანაქალაქელის დამსახურებაა. ქუთაისი ყოველთვის გამორჩეულად სუფთა ქალაქი იყო. მადლობა მინდა გადავუხადო კონკურსის ორგანიზატორებს, რომ დაინახეს და სათანადოდ შეაფასეს ჩვენი ქალაქი“, – განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

კონკურსი „სუფთა რეგიონი“, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, უკვე მეხუთედ ჩატარდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,393 ნახვა
%d bloggers like this: