პოლიტიკა

შოუ დამთავრდა – დესტრუქციას ძირი გამოეცალა! – გიორგი ამილახვარი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებაზე

Nusagi

„ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყნის ინტერესზე მაღლა არ აყენებს არაფერს და ხელს აწერს უცვლელად ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს!“ – ამ სიტყვებით ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ამილახვარი „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, უმრავლესობა ევროპული საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მიერ შედგენილ დოკუმენტს საჯაროდ აწერს ხელს.

ამილახვარის თქმით, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა, აირჩევს ანტისახელმწიფოებრივ გზას თუ დაუბრუნდება ლეგიტიმურ ჩარჩოს:

„შოუ დამთავრდა – დესტრუქციას ძირი გამოეცალა! „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყნის ინტერესზე მაღლა არ აყენებს არაფერს და ხელს აწერს უცვლელად ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს! მეტიც: მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ დადასტურდა 2020 წლის არჩევნების ლეგიტიმაცია და არცერთი ფორმით რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა დანიელსონის დოკუმენტში, ჩვენ მზად ვართ, მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე დავადასტუროთ ლეგიტიმაცია და 40% -ზე ნაკლების მიღების შემთხვევაში განვიხილოთ რიგგარეშე არჩევნების საკითხი! ახლა ჯერი ოპოზიციაზეა, აირჩევს მარგინალიზაციისა და ანტისახელმწიფოებრივ გზას, თუ დაუბრუნდება ლეგიტიმურ ჩარჩოს!“, – აღნიშნავს გიორგი ამილახვარი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,378 ნახვა
%d bloggers like this: