სამართალი

გიორგი რურუა ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებს და ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებს და ძალადობას გმობს

Nusagi

ვერის საძმო „ბოროტების“ ყოფილი წევრი, ტელეკომპანია „მთავარის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი (ჟორიკა) რურუა საპატიმროდან სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს და სხვებთან ერთად სოლიდარობას ნინუცა მაყაშვილს უცხადებს უცხადებს. რურუა წერს, რომ მსახიობი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი უფლებები.

„კიდევ ერთხელ ჩემი მხარდაჭერა გიორგი მუმლაძეს, გამორჩეულ მოქალაქეს და პატრიოტს, რომლის დაკავებაც უფრო მეტ პოლარიზებას და განხეთქილებას გამოიწვევს. ასევე ჩემი მხარდაჭერა პატრიოტ ძმებ წულუკიძეებს და ძმებ ჭელიძეებს. რაც ხდება ნამოხვანში, თბილისსა და ბათუმში ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოში ყალიბდება ჯანმრთელი, ძლიერი და სამართლიანი საზოგადოება.

ჩემი მხარდაჭერა ნინუცა მაყაშვილს და ყველა ქალს, თქვენ ხართ მაგალითი, თუ როგორ უნდა დავიცვათ და მოვიპოვოთ ჩვენი უფლებები.

ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი გიორგი რურუა” – წერს რურუა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,393 ნახვა
%d bloggers like this: