საზოგადოება

დაპირისპირება „გილდიასა“ და თეატრის მსახიობებს შორის- მოხსნილია ეს კაცი ყველა სპექტაკლიდან, იურიდიულად რაც შეუძლია გააკეთოს თეატრმა, უკვე გააკეთა

Nusagi

რუსთაველის თეატრთან, სადაც დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი “გილდიას” წევრები აქციას მართავდნენ, თეატრის მსახიობებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

მსახიობი გოგა ბარბაქაძის განმარტებით, მათი გაღიზიანება აქციის მონაწილეების მხრიდან რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რობერტ სტურუას მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს მოჰყვა. მისივე თქმით, ბესო ზანგური ყველა სპექტაკლიდან მოხსნილია და იურიდიულად, რაც თეატრს შეეძლო გაეკეთებინა უკვე გააკეთა.

,,ჩვენი გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ ყველაფერი გადავიდა რობერტ სტურუაზე, თითქოს მან წაახალისა ბესო ზანგური. მოხსნილია ეს კაცი ყველა სპექტაკლიდან, იურიდიულად რაც შეუძლია გააკეთოს თეატრმა, უკვე გააკეთა. თუ აღიძრება სისხლის სამართლის საქმე და ეს კაცი დამნაშავედ გამოცხადდება, რუსთაველის თეატრი მიიღებს კიდევ უფრო მეტ გადაწყვეტილებას. სოლიდარობას ვუცხადებთ ნინუცა მაყაშვილს ჩვენც და მთელი თეატრიც, ვგმობთ ძალადობას. რობერტ სტურუას ბესო ზანგურისთვის სოლიდარობა არ გამოუცხადებია და არ გაუმართლებია მისი საქციელი, ბატონმა რობერტმა თქვა, რომ თუ დამნაშავე ნაპოვნი არ არის, რატომ დავსაჯოთ ადამიანი. ამაზე გამოვიდნენ და თქვეს, რომ ახალისებს ბესო ზანგურს, იმიტომ, რომ ის არის დამნაშავე. სანამ ეს აქცია დაიწყებოდა, აქციის მონაწილეებმა თქვეს, რომ რობერტ სტურუა არის ბოროტება, შეურაცხყოფას აყენებს ქალებს და ამცირებს. თუ რეპეტიციაზე ნამყოფი არ არიან, საიდან აქვთ ეს ინფორმაცია? თეატრში 61 ადამიანი მუშაობს, მათ შორის ქალებიც, არავინ არაფერს არ ამბობს და ეს არაფერს არ ნიშნავს?”, – აღნიშნა გოგა ბარბაქაძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,393 ნახვა
%d bloggers like this: