უცხოური მედია

რუსეთში უკრაინის კონსული დააკავეს

Nusagi

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სანქტ-პეტერბურგში უკრაინის გენერალური საკონსულოს კონსული ალექსანდ სოსონიუკი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დიპლომატი სამართალდამცავი ორგანოების მონაცემებიდან საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებისთვის დააკავეს.

„16 აპრილს, უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა უკრაინელი დიპლომატი – სანქტ-პეტერბურგში უკრაინის გენერალური საკონსულოს კონსული ალექსანდრ სოსონიუკი დააკავა, რომელსაც გადაეცა საიდუმლო მონაცემები რუსეთის სამართალდამცავი ორგანოებისა და „ეფესბეს“ მონაცემთა ბაზებიდან“, – აცხადებენ უშიშროების ფედერალურ სამსახურში.

მათივე განცხადებით, „ეს საქმიანობა შეუთავსებელია დიპლომატიური თანამშრომლის სტატუსთან და რუსეთის ფედერაციის მიმართ აშკარა მტრულ ხასიათს ატარებს“.

„ეფესბეს“ განმარტებით, რუსეთი უკრაინელი დიპლომატის მიმართ საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ზომებს გამოიყენებს. საერთაშორისო სამართლის თანახმად, დიპლომატები სარგებლობენ დიპლომატიური იმუნიტეტით იმ ქვეყნებში, სადაც ისინი მუშაობენ, მაგრამ თუ ისინი დაარღვევენ კანონს ან მტრულ ქმედებებს განახორციელებენ, მათ შეიძლება ჩამოერთვათ ქვეყანაში ყოფნის უფლება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,399 ნახვა
%d bloggers like this: