პოლიტიკა

„ჩვენგან მიტაცებული მილიარდები იქნება გაყინული“ – შალვა ნათელაშვილი

Nusagi

„ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, დღეს გამართული ოპოზიციის შეხვედრაზე იყო მსჯელობა, რომ ბიძინა ივანიშვილს დასავლეთმა დაუწესოს სანქციები.

როგორც ნათელაშვილი აღნიშნავს, ეს დააჩქარებს მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას.

„ვიმსჯელეთ იმაზე, რომ დადგა დრო, მივმართოთ სახელმწიფო დეპარტამენტს, ევროპის კავშირს, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის პერსონალური სანქციების დაწესებაზე, რაც დააჩქარებს მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ცივილიზებულად და სამართლიანად.

თუნდაც იმით, რომ ჩვენგან მიტაცებული მილიარდები იქნება გაყინული და მერე დაბრუნებული საქართველოს ბიუჯეტში. ამ საკითხზე შედგება სათანადო პროექტი, რასაც წარვუდგენთ მსოფლიო თანამეგობრობას“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,164 ნახვა
%d bloggers like this: