უცხოური მედია

ბრიტანეთში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც შვილს ხელწერილი დაადებინა, რომ არასდროს გასუქდება

Nusagi

ფიტნესით შეპყრობილმა მამაკაცმა თავის ქალიშვილს ხელწერილი დაადებინა, სადაც ბავშვი პირობას დებს, რომ სიკვდილამდე არ გასუქდება. მამაკაცი დააკავეს და 2,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 56 წლის რაშიდ ჰადლი წლების მანძილზე შვილებს შიშის ქვეშ აცხოვრებდა და მანიპულირებდა. ჰადლი ფიტნესით და დიეტებით შეპყრობილად ცნეს.

მამაკაცმა ქალიშვილს აიძულა ხელი მოეწერა საბუთზე, სადაც ნათქვამია, რომ ის სპორტით ძალიან აქტიურად იქნება დაკავებული და სიკვდილამდე არ გასუქდება. პროკურორის თქმით, მამამ ქალიშვილს ერთხელ სკამი ესროლა, რის შედეგადაც გოგონას ყურზე კელოიდი განუვითარდა და მრავალი ოპერაცია დასჭირდა.

პროკურორისვე ინფორმაციით, ჰადლი შვილებს სხვადასხვა მიზეზით სასტიკად უსწორდებოდა, რაც ცემას და სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს. 

მამაკაცის საქციელი 2019 წელს გახდა ცნობილი, როდესაც არასრულწლოვანმა ბიჭმა პოლიციას მიმართა და უთხრა, რომ მამამ კინაღამ დაახრჩო. უფროსმა ვაჟმაც მისცა პოლიციას ჩვენება. მისი თქმით, მამის მხრიდან ძალადობა დაიწყო, როცა ის 5 წლის გახდა, შედეგად , მას ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემები გაუჩნდა. 

სასამართლოზე ჰადლი ყველაფერს უარყოფდა, თუმცა მოსამართლემ მას ბანდიტი უწოდა, რომელიც ბრალს არასდროს აღიარებს. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,771,984 ნახვა
%d bloggers like this: